Home » ბიზნესი » რა განთავსდება სავაჭრო ცენტრ “თბილისი გალერეაში”
რა განთავსდება სავაჭრო ცენტრ "თბილისი გალერეაში"

რა განთავსდება სავაჭრო ცენტრ “თბილისი გალერეაში”

სავაჭრო ცენტრ “თბილისი გალერეაში”, რომელიც ყოფილი “უნივერმაღის” შენობაში განთავსდება, მოდის, სწრაფი კვების ახალი ბრენდები და განსხვავებული კონცეფციის კინო-თეატრები იქნება წარმოდგენილი,- ამის შესახებ Allnews.ge-ს სავაჭრო ცენტრის დირექტორმა, ნიკა ცინცაძემ განუცხადა.

ბაზარზე რამდენიმე ახალი ბრენდი შემოვა, მათ შორის H&M, რომლის მაღაზიაც 3 000 კვ.მ-ზე განთავსდება.

“თბილისი გალერეაში” წარმოდგენილი იქნება, როგორც  მასობრივი, ასევე საშუალოზე მაღალი კლასის ბრენდები, რომლებსაც ერთი სართული დაეთმობა. სულ 100 ოპერატორი იქნება, საიდანაც 30% ახალ ბრენდებს დაეთმობა. წარმოდგენილი იქნება საქართველოში არსებული ყველა სწრაფი კვების ობიექტი და გაიხსნება ახლებიც. საერთო ჯამში, 15 ობიექტი განთავსდება. რაც შეეხება კინო-თეატრებს, მათი კონცეპტი საქართველოში არსებულისგან სრულიად განსხვავებული იქნება,”-აღნიშნავს ის.
“თბილისი გალერეა” სექტემბერში გაიხსნება, ამჟამად შენობაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.

 

წყარო: allnews.ge

Share