Home » მსოფლიო » რა ეკონომიკური ეფექტის მომტანია მარიხუანას ლეგალიზება
რა ეკონომიკური ეფექტის მომტანია მარიხუანას ლეგალიზება

რა ეკონომიკური ეფექტის მომტანია მარიხუანას ლეგალიზება

კოლორადოში მსუბუქი ნარკოტიკის ლეგალიზაციამ დადებითი ეკონომიკური შედეგები მოიტანა

მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მომხრეები თვლიან, რომ მსუბუქი ნარკოტიკი იმაზე მეტ ზიანს არ აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას ვიდრე ალკოჰოლი ან ნიკოტინი, ამ ფონზე, მარიხუანის მოხმარებისას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დასმა არასამართლიანია. გარდა ამისა, საზოგადოების ამ ნაწილის პოზიციით, მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაცია და მისი ლეგალურ ბიზნესად ქცევა გარკვეულწილად ქვეყნის ეკონომიკის გააქტიურებასაც შეუწყობს ხელს.

ამ არგუმენტების მოწინააღმდეგეების პოზიციები, ძირითადად, მარიხუანის მოხმარების ადამიანის ჯანმრთელობასთან შეუთავსებლობას გულისხმობს. ამ მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოწინააღმდეგეების აზრით, ნარკოტიკული საშუალების ლეგალიზაცია გაზრდის მის მოხმარებას, რაც ერთის მხრივ დაამძიმებს სოციალურ ფონს, მეორეს ხრივ, კი ახალგაზრდებში მასობრივად გააუარესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას.

ამერიკულ პრესაში საინტერესო სტატია გამოქვეყნდა, რომელიც აშშ-ს ერთ-ერთ შტატში, კოლორადოში მარიხუანის ლეგალიზაციის შედეგებს მიეძღვნა. სტატიაში საუბარია მსუბუქი ნარკოტიკის ლეგალიზაციის ეკონომიკურ შედეგებზე. ბუნებრივია, ამ საკითხს მხოლოდ ეკონომიკური მხარე არ აქვს და საზოგადოებამ მისი ყველა ეფექტი კარგად უნდა გაიაზროს.

აშშ-ს კანონმდებლობით, 64-ე შესწორების თანახმად კოლორადო გახდა პირველი შტატი, სადაც მარიხუანას დამზადება, მოხმარება და გაყიდვა ლეგალური გახდა. ჯერჯერობით, რაიმე კონკრეტული დასკვნების გაკეთება, სოციალური ტენდენციების შესახებ, ნაადრევია. თუმცა, 2014 წლის 1 იანვრის შემდეგ, როდესაც შტატის მარკეტებში პირველად გამოჩნდა მარიხუანა, გამოქვეყნებული მონაცემები მაინც მრავლისმთქმელია.

შემოსავალი გადასახადებიდან

შემოსავლების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მარიხუანას ლეგალიზაციის შემდეგ, პირველი 4 თვის განმავლობაში სახელმწიფომ გადასახადების სახით მიიღო 10.8 მილიონი დოლარი. გუბერნატორი ჰიკენლუპერის განცხადებით, 2014 წელს მარიხუანას გაყიდვებით მიღებულმა მთლიანმა შემოსავალმა 1 მილიარდ დოლარს მიაღწია. საცალო გაყიდვებით მიღებულმა თანხამ შეადგინა 600 მილიონი დოლარი, რაც 50%-ით მეტია ვიდრე ვარაუდობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ინდუსტრიის წარმომადგენლებს ეს შეფასება გადაჭარბებულად მიაჩნიათ, გადასახადებისგან მიღებული შემოსავალი იზრდება და კიდევ გაიზრდება.
აქვე აღსანიშნავია, რომ გადასახადებიდან მიღებული თანხის ნაწილი, კონკრეტულად 40 მილიონი დოლარი, მოხმარდება კოლორადოს შტატში არსებული სკოლების გაუმჯობესებას. დანარჩენი თანხა კი სხვდასხვა საგანმანათლებლო კამპანიებისთვის იქნება გამოყენებული.

ეკონომიკური სარგებელი

კოლორადოს გუბერნატორი, ჯონ ჰიკენლუპერი ადარებს შტატის ეკონომიკას და დანარჩენი ქვეყნის ეკონომიკას მარიხუანას ლეგალიზაციის შემდეგ. «მაშინ, როდესაც მთელი ქვეყნის ეკონომიკა შედარებით ნელი ტემპით იზრდება, ჩვენს შტატს ისტორიაში საუკეთესო წლეები აქვს”, – განაცხადა ჰიკენლუპერმა.
მაგალითისთვის, მოთხოვნა კომერციულ ფართებზე შესამჩნევად არის გაზრდილი. ასევე, 8.7%-ით არის გაზრდილი საცხოვრებელ სახლებზე.
მარიხუანას ბაზარი სწრაფად განვითარებად ინდუსტრიად იქცა, რომელმაც ასობით ახალი სამუშაო ადგილი შექმნა. MIG-ს (მარიხუანას ინდუსტრიული ჯგუფი) შეფასებით 10 ათასი პირია დასაქმებული ამ სფეროში, აქედან 2 ათასამდე ადამიანი უკანასკნელი თვის განმავლობაში დასაქმდა.

კრიმინალის შემცირება

FBI-ს მიერ გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, დენვერში დანაშაულის დონე შემცირებულია. 2013 წელთან შედარებით ზოგადი კრიმინალის დონე 10.1%-ით არის შემცირებული, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის რაოდენობა 5.2%-ით. ასევე შემცირებულია ძარცვა-ყაჩაღობის დონე, რაც დამთხვევა ნამდვილად არ უნდა იყოს. ასე რომ, მოსაზრება, თითქოს მარიხუანას დეკრიმინალიზაცია დანაშაულის დონეს გაზრდის, აზრს მოკლებულია.

თავისუფლების აღკვეთის შემცირება = გაზრდილი დანაზოგები

64-ე შესწორების თანახმად კანონმდებლობიდან ამოღებულია მარიხუანას მოხმარების გამო დაკისრებული ჯარიმები. კოლორადოს შტატში ვარაუდობენ, რომ დასჯადი ღონისძიებების გაუქმების შედეგად შესაძლებელია 12-დან 40 მილიონამდე დოლარის დაზოგვა.
უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, მარიხუანას მოხმარების გამო, ყოველწლიურად საშუალოდ 10 ათასი მოქალაქე ხვდებოდა ციხეში.

რეგულირება

აღსრულების დეპარტამენტთან ერთად საცალო გაყიდვების რეგულაციების დაწესებაში მონაწილეობა მიიღო სპეციალურად არჩეულმა პოლიტიკოსებმა, «მშობელთა კომიტეტმა», მარიხუანას ინდუსტრიის წარმომადგენლებმა და მომხმარებლებმა.
არსებობს პროდუქტის გაყიდვის მკაცრი წესები, რომელთა დარღვევა ყოვლად დაუშვებელია. გაყიდვაში არსებული ყველა პროდუქტი უნდა იყოს შეფუთული, გამაფრთხილებელ ნიშნებთან ერთად.

გიორგი კ. კაპანაძე

[wpolling id=”9″ width=”” height=””]

Share