Home » ეკონომიკა » რა დაკარგა საქართველომ „ნამახვანჰესის“ კონტრაქტის გაწყვეტით – ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი

რა დაკარგა საქართველომ „ნამახვანჰესის“ კონტრაქტის გაწყვეტით – ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი

,,საქართველომ ამ კონტრაქტის გაწყვეტით დაკარგა 1 წელიწადში მინიმუმ 12 წლის ელექტროენერგიის გამომუშავება, რასაც მოვიხმართ“,- ასე შეაფასა, ენერგეტიკოსმა მურმან მარგველაშვილმა, Enka Renewables-ს და საქართველოს შორის გაწყვეტილი ხელშეკრულება.

მარგველაშვილი ამბობს, რომ საბოლოო ზარალი და ჯარიმები სავარაუდოდ, 1 მლრდ იქნება.

,,ამდენი ხანია ამაზე ვსაუბრობ და ვწერ. საქართველომ ამ კონტრაქტის გაწყვეტით დაკარგა 1 წელიწადში მინიმუმ 12 წლის ელექტროენერგიის გამომუშავება, რასაც მოვიხმართ.

800 მლნ დოლარის ინვესტიცია, სამუშაო ადგილები და რაც მთავარია გვექნება ჯარიმები, რომელიც არბიტრაჟში საქმის წასვლის შემდეგ დაგვეკისრება. სავარაუდოდ ალბათ, 1 მლრდ ზარალზეა საუბარი. ბევრი რამე დავკარგეთ“- ამბობს ენერგეტიკოსი ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

შეგახსენებთ, ENKA საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს – ამის შესახებ ინფორმაციას Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის – ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

bpn.ge

Share