Home » ფინანსები » რა ჭირს ლარს და როგორ აღიქვამს ამ ყველაფერს ეკონომიკური გუნდი
რა ჭირს ლარს და როგორ აღიქვამს ამ ყველაფერს ეკონომიკური გუნდი

რა ჭირს ლარს და როგორ აღიქვამს ამ ყველაფერს ეკონომიკური გუნდი

“რა ჭირს ლარს და როგორ აღიქვამს ამ ყველაფერს ეკონომიკური გუნდი”, – ამის შესახებ “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციააციის” ვიცე-პრიზიდენტი პაატა ბაირახტარი, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტს ავქყნებს.

“ბანკები და ფინანსები” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“რა ჭირს ლარს და როგორ აღიქვამს ამ ყველაფერს ეკონომიკური გუნდი.

უკვე 2 კვირაზე მეტია ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება დაიწყო, არაერთი მოსაზრება გამოითქვა, თუ რამ გამოიწვია ვალუტის ასეთი სწრაფი დევალვაცია, თუმცა მთავარი ვისაც ამ ყველაფერზე კომენტარი უნდა გეკეთებინა, ანუ ეკონომიკურ გუნდს დუმს და ვინც არ დუმს, ისეთ განცხადებებს აკეთებენ რჩება შთაბეჭდილება, რომ საერთოდ ვერ აცნობიერებენ შექმნილ არც თუ სახარბიელო მდგომარეობას.

რითიც აქტიურად ცდილობენ ეროვნული ვალუტის დევალვაციის „გაპრავებას“ მეზობელ ქვეყნებში შექმნილი მდგომარეობა. მაგრამ ეს არგუმენტი დაუყოვნებლივ ბათილდება, თუ ჩავხედავთ მონაცემებს და ვნახავთ, რომ ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორების ვალუტები ან სტაბილურობას ინარჩუნებენ ან კი პოზიციებს იუმჯობესებენ, დოლართან მიმართებაში. მაგალითად რუბლი, რომელიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში დოლართან მიმართებაში მნიშვნელოვნად გამყარდა და ახლა 1 დოლარის შესაძენად 3 რუბლით ნაკლებია საჭირო. თურქული ლირა რომელიც, ამავე პერიოდში 6.32 დან 5.60 -მდე გამყარდა, სომხური დრამი რომელიც რეგიონის სტაბილური ვალუტის სტატუს არ კარგავს და აზერბაიჯანული მანათი რომელიც, ასევე გამყარების ტენდენციით ხასიათდება.

მაშინ ისმის კითხვა რა სჭირს ლარს, მართალია ეკონომიკურ გუნდში აცხადებენ, რომ ყველა პარამეტრი წესრიგში, რომელიც პასუხს აგებს უცხოური ვალუტის შემოდინებაზე, თუმცა ციფრები სულ სხვაგვარად ამბობენ. მაგალითად ექსპორტის მიმართულება, რომელიც ერთ-ერთი მთავარი წყაროა ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვნად შემცირდა. უფრო კონკრეტულად კი აგვისტოს თვესთან შედარებით, სექტემბერში ექსპორტი 304 მლნ დოლარით არის შემცირებული. თავად ეკონომიკური გუნდის მიერ ეკონომიკის ლოკომოტივად აღიარებული ტურიზმიც, თმობს პოზიციებს (და ეს ლოგიკურიც არის) თუ აგვისტოში ქვეყანას 1,3 მლნ ვიზიტორი ეწვია, სექტემბერში ეს რიცხვი 892, 463 ვიზიტორს არ აღემატებოდა. ფულადი გზავნილები, რომელიც მართალია მცირედით მაგრამ მაინც შემცირებულია სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით. აგვისტოში – 135მლნ, სექტემბერში 131 მლნ. თუ ამ ყველაფერს დავამატებთ ბიუჯეტის ათვისებასაც, რომლის მიხედვითაც აგვისტოს თვეში მაგალითად ინფრასტრუქტურული პროექტების მხოლოდ 34 % იყო ათვისებული, საკმაოდ ნათელს სურათს ვიღებთ იმისას, თუ რატომ უფასურდება ლარი.

რაც შეეხება ცენტრალურ ბანკს, სებ-ის რიტორიკა არ იცვლება და ის ისევ აცხადებს, რომ მისთვის ლარი არაფერს ნიშნავს და ის ფასების სტაბილურობაზეა პასუხისმგებელი.

პ.ს. ხოდა ბატონებო, თუ თქვენთვის ლარი არაფერს ნიშნავს ჩვენთვის ნიშნავს „რაღაცას“ და ეგება გაგვიწიოთ ანგარიში ამ 3.7 მლნ კაცს”, – წერს ბაირახტარი.

Share