Home » საზოგადოება » რა აკავშირებს დავით კეზერაშვილს „ქართულ ოცნებასთან“
რა აკავშირებს დავით კეზერაშვილს „ქართულ ოცნებასთან“

რა აკავშირებს დავით კეზერაშვილს „ქართულ ოცნებასთან“

გაერთიანება „ძალა ერთობაშიას” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი შესაძლოა მხოლოდ ფიგურალურად დაუკავშირა „ქართულ ოცნებას”. ამის შესახებ „რეზონანსს” ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ამჟამად კეზერაშვილს საკმაოდ მჭIდორ ურთიერთობა არა მმართველ პარტიასთან, არამედ ოპოზიციურ „ევროპულ საქართველოსთან” აქვს.

გიორგი ვაშაძე კი აცხადებს, „ოცნებამ” კეზერაშვილი „ძალიან კარგად გადაიფორმა”.

„კეზერაშვილი ძალიან კარგად გადაიფორმა „ქართულმა ოცნებამ”. კეზერაშვილი ფარცხალაძის პარტნიორია და ერთად არიან. ბიძინა ივანიშვილმა შეარჩია უკანონო დავალებების ყველაზე კარგი შემსრულებელი და აირჩია „ლიჩნიკად”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ „პალიტრა ნიუსის” ეთერში, თუმცა ამ თემაზე დამატებითი კომენტარები აღარ გაუკეთებია.

„შესალოა, რომ გიორგი ვაშაძემ ფიგურალურად იგულისხმა. შესაძლოა კონკრეტულად კეზერაშვილზე კი არ საუბრობდა, არამედ ლაპარაკობდა კეზერაშვილზე, როგორც სახელისუფლებო სალაროს ფენომენზე.

„მე მგონია, როიმ კეზერაშვილი დღესაც ინარჩუნებს თავის ურთიერთობებს იმავე „ევროპულ საქართველოსთან”. ძალიან აქტიურად თანამშრომლობს მათთან, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეჩვენება”, – თქვა გია ხუხაშვილმა.

Share