Home » საზოგადოება » ქვრივიშვილი – პანდემიის მიუხედავად, ჩვენმა ქვეყანამ შეძლო და პირველ 8 თვეში მილიონზე მეტ ტურისტს უმასპინძლა, ტურიზმიდან 505 მილიონ ლარზე მეტია მიღებული

ქვრივიშვილი – პანდემიის მიუხედავად, ჩვენმა ქვეყანამ შეძლო და პირველ 8 თვეში მილიონზე მეტ ტურისტს უმასპინძლა, ტურიზმიდან 505 მილიონ ლარზე მეტია მიღებული

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომუშავე ასოციაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.მარიამ ქვრივიშვილმა მათ საქართველოში ტურიზმის განვითარების დინამიკა და სამოქალაქო ავიაციის აღდგენის ტენდენციები გააცნო.

„ავიაციის და ტურიზმის სექტორის ბოლო 8 თვის მონაცემების მიხედვით, გამოკვეთილია ავიაციის ძალიან სწრაფი და პოზიტიური აღდგენის დინამიკა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან ასევე აღიარებულია. აგვისტოს თვეში საქართველო ევროკონტროლმა დაასახელა რიგით მეორე ქვეყნად, რომელსაც აქვს ყველაზე სწრაფი აღდგენის დინამიკა ავიაციის კუთხით და ამ შედეგებით ჩვენ ვუსწრებთ ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის საბერძნეთი, ესპანეთი, თურქეთი და ა.შ.

ავიაციის გაძლიერების დინამიკა ბუნებრივია აისახება უშუალოდ ციფრებში. ჩვენ მოხარული ვართ, რომ აგვისტოს თვის მონაცემებით აღდგენილია 98 პროცენტით იმ პარტნიორი ავიაკომპანიების რაოდენობა ჩვენს საავიაციო ინდუსტრიაში,  რომლებიც ოპერირებდნენ 2019 წელს. აღდგენილია 90 პროცენტზე მეტი იმ პირდაპირი მიმართულებების რაოდენობა, სადაც ჩვენ გვაქვს ოპერირება სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ავიაციის გაძლიერებამ ხელი შეუწყო მგზავრთნაკადის სწრაფი აღდგენის ტემპს. ეს ყველაფერი კი აისახება ტურიზმის სექტორის გაძლიერებაზე. კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, ჩვენ გვიწევს განსხვავებული ფორმით მუშაობა. ეს ნიშნავს იმას რომ პანდემიის გათვალისწინებით ჩვენი ორი მეზობელი ქვეყანა (რუსეთი და აზერბაიჯანი) ჯერ კიდევ არის დაკეტილი შიდა რეგულაციების გათვალისწინებით. მათ წლების განმავლობაში ჰქონდათ საკმაოდ დიდი წვლილი ტურიზმის სექტორის განვითარებაში და აქედან გამომდინარე, ავიაციის სექტორი არის ფაქტობრივად, მოწინავე სექტორი, რომელიც აძლიერებს ტურიზმის ინდუსტრიას.

მიუხედავად კოვიდ პანდემიისა, ჩვენმა ქვეყანამ შეძლო და პირველი 8 თვის განმავლობაში უმანსპინძლა მილიონზე მეტ საერთაშორისო მოგზაურს. მოხარული ვარ, რომ ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს ტურიზმის განვითარების კუთხითაც და ჩვენ ვუსწრებთ 2019 წლის მონაცემებს 18 პროცენტით. შემოსავლების კუთხით, პირველი 8 თვის განმავლობაში ტურიზმიდან მიღებულია 505 მილიონ ლარზე მეტი, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს დადებითი დინამიკა აისახება კერძო სექტორის გაძლიერებაზე“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

Share