Home » ეკონომიკა » “ქვეყნისთვის სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”
"ქვეყნისთვის სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია"

“ქვეყნისთვის სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”

“მომავალ წელს მოგების გადასახადის რეფორმა სახელმწიფო ბიუჯეტს ნახევარ მილიარდ ლარს დააკლებს”, – ამის შესახებ საქართველოში სავალუტო ფონდის  მუდმივმა წარმომადგენელმა ფრანსუა პეჰშომ, ტელეკომპანია “იბერიაში”, გადაცემა “ბიზნესკოდში” სტუმრობისას განაცხადა.

გთავაზობთ სრულ ინტერვიუს:

– დაახლოებით 1 კვირის წინ თქვენ მასპინძლობდით სავალუტო ფონდის პრეზენტაციას, კავკასიისა და ცეტრალური აზიის 2016 წლის გამოწვევებთან დაკავშირებით. რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო, ადგილობრივ და რეიონულ დონეზე?

– ჩვენ ვთვლით რომ საქართველოს ძირითადი გამოწვევებია: მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყიფა, ეკონომიკის დივერსიფიცირება და ინკლუზიური ზრდაა. ამისთვის კი ჩვენ მივიჩნევთ, რომ აუცილებელია ფისკალური რისკების შემსუბუქება, ჯანმრთელი საბანკო სისტემის მხარდაჭერა და სტრუქტურული რეფორმების ინიცირება. აგრეთვე მნიშვნელოვანია მოქნილი ბიზნეს გარემო, რომელიც ინვესტიციების წახალისებას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება საგარეო რისკებს. მათ შესამსუბუქებლად ჩვენი აზრით საჭიროა: ფისკალური კონსოლიდაცია, დანაზოგების წახალისება საპენსიო რეფორმის გზით, დეპოზიტების დაზღვევა, კაპიტალის ბაზრის განვითარება, ყველაფერთან ერთად მნიშვნელოვანია მოქნილი გაცვლითი კურსის შენარჩუნებაც. აგრეთვე ყურადსაღებია დედოლარიზაციის საკითხით.

– ბატონო ფრანსუა, დედოლარიზაციის საკითხს ჩვენ ოდნავ მოგვიანებით დავუბრუნდებით, მანამდე კი, თქვენი აზრით საქართველოს მაკროეკონომიკური გარემო სტაბილურია თუ ის ჯერ კიდევ გამოწვევების წანაშე დგას?

– როგორც ჩვენ ვიცით საქართველო უკვე დიდი ხანია იმყოფება საგარეო შოკების ქვეშ, ნავთობის დაბალმა ფასება ნეგატიურად იმოქმედა საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე და აგრეთვე მოახდინა ამ ქვეყნებში ეროვნული ვალუტების დევალვაცია, აგრეთვე აშშ დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურებამ არასახარბიელო მდგომარეობაში ჩააყენა ისინი ვისაც სესხები აშშ დოლარში ჰქონდათ აღებული. თუმცა, საქართველოს ეკონომიკამ საკმარისი გამძლეობა უჩვენა და ჩვენი აზრით ეკონომიკური ზრდა წელს 3%-ის ფარგლებში იქნება. მომავალ წელს კი ჩვენ 5%-იან ზრდას ველოდებით, თუმცა ეს უკანასკნელი მაჩვენებელი დამოკიდებული იქნება ბიუჯეტის დეფიციტის პრობლემის მოგვარებაზეც, რომელიც ჩვენი შეფასებით მშპ-ს 6% შეიძლება გაუტოლდეს. რადგანაც მომავალ წელს მოგების გადასახადის რეფორმა სახელმწიფო ბიუჯეტს ნახევარ მილიარდ ლარს დააკლებს.

– მოგების გადასახადი საკმაოდ საინტერესო საკითხია. თქვენ იცით რომ საქართველოში ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც მთავრობამ მოგების გადასახადის მოდიფიკაცია განიზრახა იმ პირობით რომ რეინვესტირებული კაპიტალი არ დაიბეგრებოდა. თუმცა, 90-იანებშიც და ახლაც სავალუტო ფონდი ამ ინიციატივის წინააღმდეგი იყო, როგორ ახსნიდით თქვენს დამოკიდებულებას, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობა საკმაოდ ოპტიმისტურადაა განწყობილი და ამბობს რომ ბიუჯეტის დაბალანსებას შეძლებს დეფიციტის ზრდის გარეშე?

– მოდით მე ამ შეკითხვას ეკონომიკურ ზრდას დავუკავშირებ. თუ ჩვენ ვამცირებთ საბიუჯეტო შემოსავლებს, ჩვენ ვამცირებთ ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობებსაც. მთავრობა აცხადებს რომ ეს წაახალისებს ინვესტიციებს საქართველოში და ჩვენ რა თქმა უნდა მივესალმებით კერძო ინვესტიციებს საქართველოში, მაგრამ ჩვენი მოსაზრებაა რომ 500 მილიონის დაკარგვა სახელმწიფო ბიუჯეტისთვის, რაც მშპ-ს 1.5 პროცენტია, შეამცირებს სახელმწიფოს შესაძლებლობებს, თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ რომ საქართველოში მოგების გადასახადი ისედაც დაბალია ჩვენ ვფიქრობთ ეს ინსტრუმენტი ვერ იქნება ინვესტიციების წახალისების მნიშვნელოვანი ბერკეტი.

– გეთანხმებით რომ 500 მილიონი ლარი მნიშვნელოვანი თანხაა 10 მილიარდიან საქართველოს ბიუჯეტში, თუმცა გრძელვადიანი განვითარებისთვის ეს დათმობა შესაძლოა პოზიტიური გამოდგეს. თქვენ არ ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

– რა თქმა უნდა ეს საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია თუ რომელ გზას აირჩევს ის, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ რომ შემოსავლების შემცირება, ხარჯვითი ნაწილიდან გაძლიერებული ზეწოლის შედაგად მაინც მთავრობის თავსატკივარი გახდება.

– უკვე დიდი ხანია საქართველოს მთავრობა ამ ინიციატივას აანონსებს, თუმცა სავალუტო ფონდის სკეპტიკური დამოკიდებულება მხოლოდ ახლა ხდება ცნობილი. გქონდათ თუ არა სავალუტო ფონდს წინასწარი კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან ამ საკითხზე?

ჩვენ დიდი ხანია გამოვთქვამთ ჩვნს შეშფოთებას ამ საკითხთან დაკავშირებით და საქართველოს მთავრობას ჰქონდა ეს ინფომაცია.

– ცალკეული ეკონომისტები თვლიან რომ დოლარაზაციის მაღალი მაჩვენებელი

არათუ პრობლემა, არამედ მოსახლეობის ნაწილის სტაბილურობის გარანტიც კი არის, მეორენი კი მიიჩნევენ რომ დედოლარიზაციის შემცირება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა საქართველოსთვის. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

– დავიწყოთ იმით, რომ მაღალი დოლარიზაცია ზღუდავს ეროვნული ბანკის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის გატარებასა და აგრეთვე უკანასკნელი მსესხებლის ფუნქციის შესრულებას, რაც ლარის ემისიაში გამოიხატება. საქართველო ვერ დაბეჭდავს აშშ დოლარს, ლარის ემისია კი აზრს კარგავს. შესაბამისად ჩვენი რეკომენდაციაა დედოლარიზაციის პოლიტიკის მხარდაჭერა.

– პარადოქსულია მოვლენა, დეფლაცია დევალვაციის ფონზე. როგორ ახსნიდით ამ მოვლენას?

– ჩვენი დაკვირვებით როდესაც გაცვლითი კურსი სტაბილურდება, ინფლაცია დაბლა იწევს, ეს პასუხის პირველი ნაწილია, მეორე მხრივ კი ადგილი აქვს შესუსტებულ ადგილობრივ მოთხოვნას, მნიშვნელოვანია წინა წელთან შედარებით ნავთობის ფასების შემცირება, რაც დიდწილად განაპირობებს დეფლაციას.

– თვლით თუ არა რომ საქართველოს საგარეო ვალის მომსახურება, რომელიც მშპ-ის 106%-ს შეადგენს შეიძლება პრობლემატური გახდეს საქართველოსთვის, იმის გათვალისწინებით რომ სამთავრობო ვალი მხოლოდ 42%-ია, რაც სავალუტო ფონდის 60%-იან მაჩვენებელზე დაბლაა?

– ჩვენი აზრით ეს საკითხი არ არის პრობლემატური, თუმცა სასურველია საქართველოს მთავრობამ მოახერხოს ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებადა გააგრძელოს მაკროპრუდენტული პოლიტიკა.

– გამოცდილებიდან გამომდინარე, რა იქნება თქვენი პირადი რეკომენდაცია საქართველოსთვის ბატონო ფრანსუა?

– მე მიმაჩნია, რომ საქართველოს აქვს საინტერესო წინაპირობა წარმატებისთვის. საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა, დაბალი გადასახადები, დაბალი ტარიფები, თუმცა საჭიროა სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერაც.

Share