Home » მსოფლიო » ქვეყნები, რომლებიც ტურისტებისთვის საშიში კანონებით გამოირჩევა
ქვეყნები, რომლებიც ტურისტებისთვის საშიში კანონებით გამოირჩევა

ქვეყნები, რომლებიც ტურისტებისთვის საშიში კანონებით გამოირჩევა

სანამ სამოგზაუროდ წასვლას გადავწყვეტთ, უმჯობესია შევისწავლოთ იქ ქვეყნის კანონები და ადგილობრივი წესები. მაგალითად, ნუ მოათავსებთ საჭმელ ჩხირებს თავდაყირა ჩინეთში, ნუ ისეირნებთ ფეხით ესპანეთში.

თუმცა არსებობენ ქვეყნები, სადაც მოგზაურობისას უფრო მეტი ყურადღება და ადგილობრივი წესების ცოდნაა საჭირო, რათა არ დავჯარიმდეთ ან არ მოვხვდეთ ციხეში.

ტაილანდში დანაგვიანებისთვის სასჯელი ციხეა. უგანდაში სამხედროზე ფოტოს გადარება აკრძალულია, ასევე ოფიციალური და დიპლომატიური ვებ-გვერდების გადაღებაც. არაბთა გაერთიანებულ საემიროებში კი საჯარო თავშეყრის ადგილებში კოცნა აკრძალულია და შესაძლოა ამის გამო პატიმრობაში აღმოვჩნდეთ.

გთავაზობთ ქვეყნებს, სადაც ვიზიტი ტურისტებისთვის სახიფათოა.

მექსიკა – ამერიკის კონტინენტზე მეორე ქვეყანაა ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით. მათ 2015 წელს 32,1 მილიონ ვიზიტორს უმასპინძლეს.  ქვეყანაში აკრძალულია იარაღის, დანების, ხანჯლების, კასტეტის ან ნებისმიერი ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიების ტარება. ასევე აკრძალულია მარიხუანის შეატანა, მიუხედავად მისი შესაძლო სამედიცინო დანიშნულებისა. საჯარო შეკრების ადგილებში აკრძალულია ბილწსიტყვაობა.

კუბა – ვიზიტორების რაოდენობით მერვეა ამერიკის კონტინენტზე. 2015 წელს 3,5 მილიონი ვიზიტორი დაფიქსირდა. ყველა სახის საბრძოლო მასალის შეატანა აკრძალულია. ნებისმიერი ნარკოტიკის ფლობა, გამოყენება, შენახვა ისჯება მძიმედ, მაღალი ჯარიმით ან პატიმრობით. აკრძალულია სამხედრო პირებზე ფოტოების გადაღება. მკაცრად ისჯება ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე, ვინც ადგილობრივებს ქვეყნიდან არალეგალურად გაყვანის საქმეში იქნება გარეული. აკრძალულია ერთი სქესის ქორწინება და ნებისმიერი ვინც შემჩნეული იქნება ერთსქესიან ურთიერთობაში მკაცრად იქნება დასჯილი.

უგანდა – აკრძალულია სამხედრო ტანსაცმლის ტარება არასამხედრო პირთათვის. აკრძალულია კომუფლიაჟიც. აკრძალულია ფოტოების გადაღება სამხედროებისათვის და ოფიციალური, დიპლომატიური საიტებისთვის. თუ ფოტოების გადაღება გვსურს ადგილობრივ მცხოვრებლებზე, საჭიროა ჯერ მათი თანხმობა. ჰომოსექსუალობა ისჯება უმკაცსრეად. აკრძალულია მინი კაბების ჩაცმა. აუცილებელია პასპორტის ტარება, რათა შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში წარვუდგინოთ უფლებამოსილ პირს.

ალჟირი – ვიზიტორების რაოდენობით აფრიკის მეოთხე ქვეყანაა. 2013 წელს ვიზიტორების რაოდენობამ 2,7 მილიონი შეადგინა. აქაც აკრძალულია ნებისმიერი ცეცხლსასროლი იარაღის შეტანა, ტარება. აკრძალულია ფოტოების გადაღება სამხედროებზე და გარკვეული რაოდენობის შენობებზეც. ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის შემთხვევაში სასჯელი პატიმრობაა. პასპორტის ტარება აუცილებელია. ერთი სქესის ადამიანების ქორწინება დანაშაულად ითვლება. არამუსლიმი მრწამსის მქონე ადამიანებს სპეციალურად განკუთვნილ ადგილებში შეუძლიათ ლოცვა და ისჯება ანტიმუსლიმური მოწოდებები.

საუდის არაბეთი – ყველაზე ნახვადი ქვეყანა ვიზიტორების მხრიდან შუა აღმოსავლეთში. 2015 წელს 15 მილიონი ვიზიტორი ეწვია ქვეყანას. საშობაო და სხვა სადღესასწაულო დეკორაციები, შესაძლოა, კონფისკაციას დაექვემდებაროს და ამის გამო ჯარიმაც კი დაეკისროს პიროვნებას. სამთავრობო შენობებზე და სამხედრო ბაზებზე ფოტოების გადაღება უკანონოა. თანხმობის გარეშე ფოტოების გადაღება ადგილობრივებზე არ შეიძლება. ასევე არ შეიძლება ქალებზე ფოტოების გადაღება ან იმ ადგილზე სადაც ქალი დგას. ალკოჰოლი არალეგალურია, ნებისმიერი ფორმით. ანტი-ისლამური მოწოდებები არ შეიძება. ერთსქესიანთა ურთიერთობა ისჯება. მოდური ჟურნალები არ შეიძლება. ცეკვა, მუსიკის დაკვრა და ფილმების ჩვენება საზოგადო ადგილებში აკრძალულია.

ტაილანდი – ვზიტორების რაოდენობით აზიაში მეორე ადგილზეა. 2015 წელს 29,9 ვიზიტორი ეწვია ქვეყანას. სამეფო ოჯახი ხელშეუხებელია. მონარქის კრიტიკა არ შეიძლება და ისჯება პატიმრობით 3-დან 15 წლამდე. აუცილებელია პასპორტის ტარება. დანაგვიანება მკაცრად ისჯება, ჯარიმის არ გადახდის შედეგად პატიმრობა სავსებით რეალურია. ავტომობილის ტარება უმაისუროდ არ შეიძლება. ანტიკური ნივეთებით ვაჭრობა არ შეიძლება. მაღაზიების ძარცვა უმკაცრესად ისჯება.

მალაიზია – მეოთხე ქვეყანა აზიაში ვიზიტორების მიხედვით. 2015 წელს 25,7 მილიონი ვიზიტორი ეწვია ქვეყანას. „ბუნების წინააღმდეგ წასვლის“ კანონის თანახმად ჰომოსექსუალობა ისჯება 20 წლამდე ვადით. მკაცრად ისჯება ადგილობრივი ფლორის ხელყოფა.

სინგაპური – ნებისმიერი უხამსი ქმედება ან წარმოდგენა (ლექსები, სიმღერა და ა.შ) ისჯება 3 თვით თავისუფლების აღკვეთით. ნარკოტიკების მირება ისჯება და შესაძლოა სიკვდილით დასჯაც კი მოჰყვეს. ჰომოსექსუალობა 2 წლამდე პატიმრობით ისჯება. სიჩქარის გადაჭარბება ისჯება 1 წლიტ თავისუფლების აღკვეთით ან ჯარიმით 5000 დოლარის ოდენობით. დაბიძურების პირველი შემთხვევა ისჯება ჯარიმით 300 დოლარიდან  1000 დოლარამდე. მტრედების ყოლა და გამოკვება ლიცენზიის გარეშე დასჯადია.

გერმანია – მეხუთე ყველაზე ვიზიტირებადი ქვეყანა ევროპაში. 2015 წელს 35 მილიონი ვიზიტორი დაფიქსირდა. ავტობანზე მანქანის გაჩერება ნებისმიერი მიზეზით, გარდა სასწრაფო დახმარების მიღების მიზნით, აკრძალულია. აკრძალულია ნიღაბის გაკეთება თუ გაფიცვაზე ან პოლიტიკური ხასიათის დემონსტრაციაზე მივდივართ. არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვა მკაცრად ისჯება, მართვის მოწმობის ჩამორთმევით. კრივის ხელთათმანი პასიურ იარაღად ითვლება. ისჯება ფაშიზმის შემცველი ნებისმიერი პროკლამაციის გავრცელება.

 

კონსტანტინე პირველი

Share