Home » მსოფლიო » ქვეყნები, რომლებიც ლიდერობენ მიგრანტთა რაოდენობით
ქვეყნები, რომლებიც ლიდერობენ მიგრანტთა რაოდენობით

ქვეყნები, რომლებიც ლიდერობენ მიგრანტთა რაოდენობით

კაცობრიობის არსებობის ისტორიაში თემა – ადამიანების ერთ-ერთი უდიდესი მასობრივი მოძრაობა – არ კარგავს აქტუალურობას.

პოლიტიკური რეაქცია აღნიშნული საკითხის მიმართ არაერთაზროვანია. გერმანია(მინიმუმ თავდაპირველად) თბილად შეხვდა ემიგრანტებს. დიდ ბრიტანეთის მიერ ევროკაშირიდან გასვლის თაობაზე დიდი როლი ითამაშა საემიგრაციო საკითხმა. მოსალოდნელია, რომ ანტი-საემიგრაციო პოლიტიკა დიდ როლს ითამაშებს საფრანგეთსა, გერმანიასა და ჰოლანდიაში ჩასატარებელი არჩევნების შედეგზე.

არსებული მოლოდინების გამო სამომავლოდ ევროპა ნაკლებად შეიძლება ჩაითვალოს იმ ემიგრანტებისთვის თავშესაფარ ადგილად, რომლებიც ცდილობენ უკეთესი საცხოვრებელი პირობობების მოძებნას.

ბრიტანულმა გამოცემა „ტელეგრაფმა“ ჩაატარა კვლევა და გამოთვალა თუ რომელ ქვეყანაზე მოდის ყველაზე მეტი ემიგრანტი.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ არაბეთის გაერთიანებული საემიროები მიგრანტთა რაოდენობით ლიდერია. მთლიანი მოსახელობის 88% დაბადებულია ქვეყნის საზღვრებს გარეთ. მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ მიგრანტების უმრავლესობა ეკონომიკური მიგრანტები არიან და არა ლტოლვილები.

 

Image: The Telegraph

 

 

საემიგრაციოს პოლიტიკის ინსტიტუტის მონაცემებით, თითქმის 3.5 მილიონი მიგრანტი, რომელიც არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ცხოვრობს, არის ინდოეთიდან, 935 000 ადამიანი ეგვიპტიდან და 906 000 ადამიანი პაკისტანიდან. მათი უმრავლესობა დაბალკვალიფიციური მუშახელია. მიგრანტებს არ აქვთ უფლება, რომ სამუდამოდ დარჩნენ არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. მათი ვიზა მიბმულია დამქირავებლის კონტრაქტთან. კონტრაქტის ამოწურვის შემდგომ, მათ უნდა დატოვონ ქვეყანა.

Telegraph-ის სიაში გაერთიანებული საემიროების შემდგომ ყატარია. ყატარის მოსახელობის 75% არის ქვეყნის საზღვრებს გარეთ დაბადებული. ინდოელები ყველაზე დიდი რაოდენობით არიან წარმოდგენილი ყატარში. მათი საერთო რაოდენობა 646 000 ადამიანია. ეგვიპტედან და ბანგლადეშიდან კი 164 000 და 1600 000 ადამიანია ემიგრანტად მცხოვრები ყატარში.

უმრავლესობა მათგანი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობაში არიან დასაქმებულნი, მაგალითად, როგორიცაა ფეხბურთში 2022 წელს ყატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატი.

ყატარში და სხვა სპარსეთის ყურის ქვეყნებშიც, ასევე ფართოდაა წარმოდგენილი მიგრანტები დასავლეთის ქვეყნებიდანაც. ისინი შედარებით მაღალ საფეხურებზე არიან დასაქმებულნი. განსხვავებით დასავლეთის ქვეყნების მიგრანტებისგან, უმრავლესობა მიგრანტებისა,რომლებიც აზიიდან არიან, გამოიმუშავებენ ნაკლებს.

74%-ით სიაში მესამე ქუვეითია. უმრავლესობა მიგრანტებისა ინდოელი, ეგვიპტელი, პაკისტანელი და ბანგლადეშელია.

სიაში მეოთხე და მეხუთე ევროპის ჯუჯა სახელწიფოები ლიხტენშტაინი და ანდორაა. ისინი მოქცეულნი არიან ავსტრიის და შვეიცარიის შუაში. ლიხტენშტაინის მოსახლეობა შეადგენს მხოლოდ 40 000-ს, რომლის 62% საზღვარგარეთ დაბადებულებისგან შედგება, უმრავლსეობა შვეიცარიიდან.

ანდორას მოსახლეობის 60% მიგრანტებისგან შედგება. მათი უმრავლესობა ესპანელია.

ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში ყველაზე მცირე რაოდენობის ემიგრანტები არიან.

ცენტრალურ ამერიკაში საერთო მოსახლეობის მხოლოდ 1.2%-ია მიგრანტი. სალვადორსა და ნიკარაგუაში მოსახლეობის მხოლოდ 0.7%-ია მიგრანტი. სამხრეთ ამერიკაში კი მხოლოდ 1.4%.

 

Image: The Telegraph

 

ბაჩანა ჯინჭარაძე

მომზადებულია www.weforum.org-ის მიხედვით

 

Share