Home » ახალი ამბები » ქვემო ქართლსა და აჭარაში მოსახლეობის მხოლოდ 34%-ს მიუწვდება ხელი საბავშვო ბაღების სერვისზე

ქვემო ქართლსა და აჭარაში მოსახლეობის მხოლოდ 34%-ს მიუწვდება ხელი საბავშვო ბაღების სერვისზე

ქვემო ქართლსა და აჭარაში მოსახლეობის მხოლოდ 34% -ს მიუწვდება ხელი საბავშვო ბაღების სერვისზე

Act -მა 2017 წლის საზოგადოებრივი მომსახურებით საქართველოს მოსახლეობის კმაყოფილების კვლევა გამოაქვეყნა, რომელშიც განხილული იყო მოსახლეობის დამოკიდებულება სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის შესახებ.

2017 წლის კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობისათვის (83%) მუნიციპალური საბავშვო ბაღების სერვისი მათ საცხოვრებელ უბანში / დასახლებაში ხელმისაწვდომია. ამასთან, ამ სერვისის ხელმისაწვდომობა ბოლო ოთხი წლის მანძილზე მზარდია.

რეგიონების მიხედვით სერვისზე ხელმისაწვდომობა რეგიონების მიხედვით განსხვავებულია. კერძოდ, კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში მუნიციპალურ ბაღებზე ყველაზე მაღალი, ქვემო ქართლში, აჭარასა და რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთში კი – ყველაზე დაბალი ხელმისაწვდომობაა.

რეგიონის ჭრილში, მუნიციპალური საბავშვო ბაღების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება კახეთსა (97%) და სამეგრელო-ზემო სვანეთში (95%). სახელმწიფო საბავშვო ბაღები დასახლებაში/უბანში ყველაზე ნაკლებად არის ქვემო ქართლსა (35%) და აჭარაში (34%).

საბავშვო ბაღის არსებობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში (93%) ფიქსირდება. სხვა ქალაქებშიც საბავშვო ბაღების ხელმისაწ­ვდომობა უფრო მაღალია (87%), ვიდრე სოფელში (74%).

რაც შეეხება უშუალოდ დასახლებაში/უბანში ბაღების არსებობას, თბილისის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 92%-ის, სხვა ქალაქების შემთხვევაში ‒ 85%, სოფლების შემთხვევაში კი ‒ 67%-ია.

მიუხედავად იმისა, რომ უახლოეს საბავშვო ბაღამდე მისასვლელად საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანი მოსახლეობის 59%-სთვის ხელმისაწვდომია, 28% კი ამბობს, რომ ბაღამდე მისასვლელად ტრანსპორტი არ სჭირდება, მოსახლეობის 14% მაინც მოკლებულია საბავშვო ბაღამდე მისასვლელად საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენების შესაძლებლობას.

საგულისხმოა, რომ მათ შორის, ვისაც ხელი მიუწვდება მუნიციპალური საბავშვო ბაღების გამოყენებაზე, დიდი უმრავლესობა (87%) შეთავაზებული მომსახურების ხარისხით კმაყოფილია. ყველაზე მეტად რესპონდენტები კმაყოფილები არიან მუნიციპალური საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურით (78%) და ყველაზე ნაკლებად – რეგისტრაციის პროცედურებით (63%).

რაც შეეხება მუნიციპალური საბავშვო ბაღებით ზოგად კმაყოფილებას, რესპონდენტა 88% კმაყოფილია მათ დასახლებაში/უბანში არსებული საბავშვო ბაღებით.

ცნობისთვის, კვლევა 2017 წლის მარტში ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით და მასში მონაწილეობა 3400 ზრდასრულმა რეპონდენტმა (18+) მიიღო. კვლევა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაკვეთით ჩატარდა.

მოამზადა მარიამ აბრამიშვილმა

Share