Home » ბიზნესი » ქუთაისის “ტორპედო” 577 017 ლარად „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ მფლობელობაში გადავიდა

ქუთაისის “ტორპედო” 577 017 ლარად „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ მფლობელობაში გადავიდა

ქუთაისის საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს” ახალი მფლობელი ჰყავს. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, 27 აგვისტოს, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი ელექტრონული აუქციონის ფორმით, მერიამ განახორციელა მისსავე საკუთრებაში არსებული შპს „საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ განკარგვა.

აუქციონი 1-ელ სექტემბერს დასრულდა. 577 017 ლარად კლუბი ა(ა)იპ „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ (აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე დავით კერესელიძე) მფლობელობაში გადავიდა.

ქუთაისის მერის, იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, გუნდის გადასარჩენად, განვითარებისთვის ჩატარდა აუქციონი.

“ტორპედოს ” ახალი მფლობელი ჰყავს. ჩვენ მუდმივად ვცდილობდით მოგვეძებნა ოპტიმალური ვარიანტი გუნდის გადასარჩენად და მისი განვითარებისთვის. სწორედ ამ მიზნით ჩატარდა აუქციონი და “ტორპედოს” ახალი მეპატრონეც გამოვლენილია.

წარმატებებს ვუსურვებთ საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს” და მის ახალ მფლობელებს!

მჯერა, ჩვენი ფეხბურთელები კიდევ ბევრჯერ გაგვახარებენ”,- აცხადებს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი.

Share