Home » ბიზნესი » სატვირთო კონტეინერებისგან აგებული სასტუმრო გუდაურში
სატვირთო კონტეინერებისგან აგებული სასტუმრო გუდაურში

სატვირთო კონტეინერებისგან აგებული სასტუმრო გუდაურში

გუდაურში, ზღვის სიმაღლიდან 2200 მეტრზე კონტეინერებისგან აშენებული სასტუმრო უცხოური მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა. სატვირთო კონტეინერებისგან სასტუმროს აშენების იდეა არქიტექტორებს სანდრო რამიშვილს და ირაკლი ერისთავს ეკუთვნით. სასტუმროს სახელწოდებაა Quadrum-ი.

მთების ინსპირაციით შექმნილი კოტეჯი დამსვენებლის ყურადღებას მყისიერად იპყრობს.სასტუმრო მინიმალისტურია და ადგილობრივ რელიეფს იმეორებს.

​სასტუმრო სატვირთო კონტეინერებისაგანაა შექმნილი და მისი ვიზუალი პირამიდას მოგვაგონებს.

კონტეინერებისგან დამზადებული, 11 ნომრიანი სასტუმრო, გუდაურში, 2017 წლის 15 თებერვალს გაიხსნა.

 


.

Share