Home » საზოგადოება » ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების შეძენა ასაკით პენსიონერებსა და შშმ პირებს 50%-დან 87%-მდე ფასდაკლებით შეეძლებათ
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების შეძენა ასაკით პენსიონერებსა და შშმ პირებს 50%-დან 87%-მდე ფასდაკლებით შეეძლებათ
Bottle with falling out many-coloured pills

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების შეძენა ასაკით პენსიონერებსა და შშმ პირებს 50%-დან 87%-მდე ფასდაკლებით შეეძლებათ

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის მეშვეობით, ასაკით პენსიონერებსა და შშმ პირებს 23 მედიკამენტის 50%-დან 87%-მდე ფასდაკლებით შეძენა შეეძლებათ.

რაც შეეხება თოთოეული მედიკამენტის ფასს, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათი ჩამონათვალი ასეთია: ენაპრილი 10 მგ- 20ტბ – 1,20 ლარი (ფასის კლება მოხდა 74%-ით); ენაპი 20მგ-20ტბ – 1,30 ლარი (ფასი შემცირდა 75%-ით); ლოზაპი 100მგ-30ტბ – 3 ლარი (ფასი შემცირდა 86%-ით); ლორისტა 100მგ-28ტბ – 2,80 ლარი (ფასის კლება – 87%); ეგილოკი 100მგ-60ტბ – 2,90 ლარი (ფასი 72%-ით შემცირდა); კორდარონი 200მგ-30ტბ – 3,10 ლარი (73%-იანი კლება); ვარფარინ-ნიკომედი 2,5მგ-50ტბ – 2,50 ლარი (ფასი 50%-ით შემცირდა); დიგოქსინი-გრინდექსი 0,25-50ტბ – 1,20 ლარი (ფასი 50%-ით შემცირდა); ვერიშპირონი 25მგ-20ტბ – 2,35 (50%-იანი კლება); ატორისი 20მგ-30ტბ – 2,70 ლარი(63%-იანი კლება); ზილტი 75მგ-28ტბ – 5,90 ლარი (72%-იანი კლება); მინისანი 40მგ-30ტბ 4,10 ლარი (ფასი 81%-ით შემცირდა); ფუროსემიდი 40მგ-20ტბ – 1,20 ლარი; ამლოდიპინი 5მგ-100ტბ – 4,10 ლარი (81%-იანი კლება); სიოფორუ 1000მგ-60ტბ – 2,50 ლარი (ფასი 50%-ით შემცირდა); ამარილი 2მგ-30ტბ – 1,30 ლარი (50%-იანი კლება); დიაბეტონი MR 60მგ-30ტბ – 4,20 ლარი (50%-იანი კლება); თიროზოლი 5მგ-50ტბ – 6 ლარი (73%-იანი კლება); L-თიროქსინი 50მკგ-50ტბ – 2,25 ლარი (53%-იანი კლება); ალბუტეროლის სულფატი 2,5მგ/0,5მლ – 1,45 ლარი (50%-იანი ფასდაკლება); სერეტიდი დისკუსი 50/250 მკგნ- 10,70 ლარი (82%-იანი კლება); სალბუტამოლი, 200 დოზა – 3,95 ლარი (ფასი 50%-ით შემცირდა); სალბუტამოლი ინტელი 200 დოზა – 4 ლარი (50%-იანი ფასდაკლება); მედროლი 16მგ-50ტბ – 12,65 ლარი (ფასდაკლება – 50%); პულმიკორტი 2მლ – 2,45 ლარი (50%-იანი ფასდაკლება); ბრეტარისი ჯენუეირი 32მკგ -51,45 ლარი (50%-იანი ფასდაკლება).

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით ასაკით პენსიონერები და შშმ პირები 3 სექტემბრიდან ისარგებლებენ.

Share