Home » საზოგადოება » ქობულეთში თანამედროვე სპორტული კომპლექსის მშენებლობა იწყება

ქობულეთში თანამედროვე სპორტული კომპლექსის მშენებლობა იწყება

ქობულეთში თანამედროვე სპორტული კომპლექსის მშენებლობა იწყება. ამის შესახებ აჭარის მთავრობის მეთაური, თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში წერს.

“ეს იყო ქობულეთელების ერთ-ერთი ძირითადი თხოვნა, რაც გავითვალისწინეთ. თანამედროვე სპორტული კომპლექსი ამ მუნიციპალიტეტს განვითარების ახალ შესაძლებლობებს მისცემს. პროექტის განხორციელებისთვის 30 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აჭარაში, ყველა მუნიციპალიტეტში ვითარდება სპორტული ინფრასტრუქტურა.  ეს ყოველივე ხელს უწყობს, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ასევე სპორტული ტურიზმის განვითარებას”.

Share