Home » ფინანსები » QNET ფინანსურად ეხმარება თავის წარმომადგენელს ავტომობილის შეძენაში, იმ პირობით, რომ იგი მასზე დააყენებს QNET ნომრებს
QNET ფინანსურად ეხმარება თავის წარმომადგენელს ავტომობილის შეძენაში, იმ პირობით, რომ იგი მასზე დააყენებს QNET ნომრებს

QNET ფინანსურად ეხმარება თავის წარმომადგენელს ავტომობილის შეძენაში, იმ პირობით, რომ იგი მასზე დააყენებს QNET ნომრებს

ფეისბუქ-გვერდი “QNET – არ გაეკაროთ”, კომპანია QNET-ზე გარკვეულ ინფორმაციას გვთავაზობს. ვებ-გვერდის ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:

“ქართველი ქიუნეტელები ყიდულობენ 3 000 BV ღირებულების პროდუქციას, რაც ამ ეტაპზე დაახლოებით 1 700-1 900 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს და მიჰყვებიან ქიუნეტის „ძირითად ბიზნეს გეგმას“, სადაც პირობები შემდეგია:

შენ ქვეშ მარჯვნივ და მარცხნივ (შემდგომში ბალანსი) მოგყავს თითო კაცი, რომელთაგან გერიცხება ერთჯერადად რეკომენდაციის (შემდგომში რეფერალი) საკომისიო თითოზე 100-100 აშშ დოლარი და ბალანსის საკომისიო 200 აშშ დოლარი, ხოლო შემდგომში შენს ქვევით შემოერთებულ ყოველ თითო-თითო ადამიანზე მარჯვნივ და მარცხნივ გერიცხება 200 აშშ დოლარი უკვე ხსენებული ერთჯერადი საკომისიოს გარეშე.

საიდან მოდის ეს 200 აშშ დოლარი? – ეს არის ეგრედწოდებული „ბრონზის აქაუნთის“ სარგებელი ბალანსზე. ამასთანავე, ყოველი მეექვსე ბალანსი არ ირიცხება თანხად და გეძლევათ ვაუჩერი, რომელთა გარკვეული ოდენობით მოგროვების შემდეგ მხოლოდ ქიუნეტის საიტზე შეგიძლიათ შეიძინოთ რაიმე პროდუქტი.

https://s11.postimg.org/ha868mxer/image.jpg

აქაუნთები არის 5 სახის: ბრონზა, ვერცხლი, ოქრო, პლატინა, ბრილიანტი. ბრონზის აქაუნთი ავტომატურად გენიჭება პირველი 3 000 BV ღირებულების პროდუქტის შეძენისას, ვერცხლზე გადასვლა ხდება კვარტალში ერთხელ, რამოდენიმე ბალანსის გაკეთების და შენს ქვეშ 2 ბრონზის აქაუნთანი რეფერალის გაჩენის შემდეგ. ამიტომ გაუგებრობის/პრეტენზიების თავიდან ასაცილებლად ყველა პირს პირველ 3 ბალანსს ჩავუთვლი 200 აშშ დოლარად, ხოლო ამის შემდეგ ყველა შემდგომ ბალანსს ჩავთვლი ვერცხლის აქაუნთის შესაბამისი საკომისიოთი ბალანსზე 225 აშშ დოლარი.

https://s1.postimg.org/mqxdkx03z/image.jpg

ბარემ აქვე ლიმიტებს შევეხოთ, ყველა აქაუნთს აქვს შესაბამისი ლიმიტი, რომელიც ზღუდავს 1 კვირაში ანაზღაურებადი ბალანსების რაოდენობას. ამის თაობაზე ქიუნეტელები ატყუებენ ხალხს ვითომდა კვირაში 2 000 აშშ დოლარი არის ლიმიტი, როდესაც რეალურად ყველაზე დაბალი დონის ბროზნის აქაუნთს ლიმიტი აქვს 6 800 დოლარი კვირაში, რაც რეალურად მიუღწეველია, მაგრამ ამ ოდენობის ლიმიტის დასახელებას არანაირი აზრი არ აქვს პრეზენტაციაზე, ამიტომ უფრო რეალურ ლიმიტად წარადგენენ 2 000 აშშ დოლარს და უსახავენ ხალხს ფუჭ იმედს, რომ ისინი როდესმე კვირაში 2 000 დოლარს ჩაირიცხავენ და მერე კიდევ ვითომ გაზრდიან ამ ლიმიტს.

https://s16.postimg.org/4yfqxtr39/image.jpg

ერთი საინტერესო პუნქტი კიდევ არის ის, რომ კომპანია ფინანსურად ეხმარება თავის წარმომადგენელს ავტომობილის შეძენაში, იმ პირობით, რომ იგი მასზე დააყენებს QNET ნომრებს, რითაც მოახდენს კომპანიის რეკლამირებას” – აღნიშნულია ვებ-გვერდზე.

https://s8.postimg.org/al3cb74n9/image.jpg

Share