Home » მსოფლიო » „ყველა საკითხის გამოსავალი არის რუსეთის ნატოში გაწევრიანება“ – რუსეთს ნატოში გაწევრიანებისკენ მოუწოდებენ

„ყველა საკითხის გამოსავალი არის რუსეთის ნატოში გაწევრიანება“ – რუსეთს ნატოში გაწევრიანებისკენ მოუწოდებენ

„რუსეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში (ნატო) შესვლამ შესაძლოა ხელი შეუწყოს დაძაბულობის შემცირებას მსოფლიოში“, – ეს მოსაზრება 27 იანვარს უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილმა დეპუტატმა, უკრაინის ინტერპოლის ყოფილმა ხელმძღვანელმა, კირილ კულიკოვმა ტელეკომპანია Nash-ის ეთერში გამოთქვა.

კულიკოვის თქმით, „გარკვეულმა ამერიკულმა მედია“ გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის ალიანსში გაწევრიანების შესაძლებლობის შესახებ.

„ყველა დაგროვილი საკითხის გამოსავალი არის რუსეთის ნატოში გაწევრიანება. ნატოს მთავარი ამოცანა, რამდენადაც მე მესმის, თანამედროვე პირობებში არის წინ აღუდგეს ტერორიზმის, თანამედროვე საფრთხებს, რეჟიმებს და ა.შ.

ამავდროულად, რადას ყოფილმა დეპუტატმა განმარტა, რომ, მისი აზრით, რუსეთი და ალიანსში მონაწილე ქვეყნები შესაძლოა გახდნენ მოკავშირეები, მაგრამ დასძინა, რომ ის ამ სცენარს „წარმოუდგენლად“ მიიჩნევს.

სანდრო პირველი

regnum.ru

Share