Home » საზოგადოება » ყველა რეგულაციას შევასრულებთ – „ლილო“ მოლის გენერალური დირექტორი

ყველა რეგულაციას შევასრულებთ – „ლილო“ მოლის გენერალური დირექტორი

რაც დაწესებულია, ყველა რეგულაციას შევასრულებთ და ემატება ერთი ახალი რეგულაცია, ეს არის ტესტირება მეწარმეებისა და თანამშრომლების, – ამის შესახებ „ლილო” მოლის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კვარაცხელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ორ კვირაში ერთხელ მეწარმეებისა და თანამშრომლების სრული ოდენობის 20 %-ი ტესტირება მოხდება.

„რაც იყო დაწესებული, ყველა რეგულაცია შევასრულებთ და ემატება ერთი ახალი რეგულაცია, ეს არის ტესტირება მეწარმეებისა და თანამშრომლების. ორ კვირაში ერთხელ 20%-ი სრული ოდენობის. ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ვაკონტროლოთ”, – განაცხადა გიორგი კვარაცხელიამ.

Share