Home » ეკონომიკა » ყულევში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მართვაში ევროპული ნავთობგიგანტი შემოვა
ყულევში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მართვაში ევროპული ნავთობგიგანტი შემოვა

ყულევში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მართვაში ევროპული ნავთობგიგანტი შემოვა

ყულევში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მართვაში ევროპული ნავთობგიგანტი შემოვა, – ამის შესახებ GBC-ის პროექტის ინვესტორი კომპანიის „ფაზის ოილის“ წარმომადგენელმა გია შავდიამ განუცხადა.

მან საბოლოო ხელშეკრულების გაფორმებამდე კომპანიის დასახელება არ ისურვა, თუმცა განაცხადა, რომ ევროპულ კომპანიასთან მემორანდუმი გაფორმებულია და მოლაპარაკების დასრულებას წლის ბოლომდე ვარაუდობენ.

ასევე წლის ბოლოს შეიტანს ქარხნის მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო დოკუმენტაციას კომპანია ეკონომიკის სამინისტროში. შავდიას თქმით, ამჟამად გზშ-ს ანგარიშის მომზადება მიმდინარეობს. პროცესში ერთვება უმსხვილესი ესპანური კომპანია Técnicas Reunidasი, რომელსაც ამ სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და „ფაზის ოილის“ პროექტის ტექნოლოგიური ექსპერტიზასაც ჩაატარებს.

„ძალიან დიდი პროექტია, ამიტომ ვადებმა ცოტა გადაიწია, ვფიქრობთ, უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების დაწყებას 2018 წლის გაზაფხულზე შევძლებთ“, – აცხადებს გია შავდია და აღნიშნავს, რომ გაიზარდა საინვესტიციო პორტფელის მოცულობაც და 400 მლნ-ს ნაცვლად $600 მილიონის ინვესტირება განიხილება.

როგორც ცნობილია ქარხანაში საერთაშორისო ბაზარზე შესყიდულ მსუბუქ ნავთობს გემებით მიიღებენ,  რომლის ნაწილი ადგილობრივ ბაზარზე დარჩება, ნაწილი კი ექსპორტზე გავა. საექსპორტო ბაზრებად უკრაინა, აღმოსავლეთ ევროპა, ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები განიხილება.

Share