Home » საზოგადოება » ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე „ქართუს“ დაფინანსებით ცენტრალური პარკი გაშენდება

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე „ქართუს“ დაფინანსებით ცენტრალური პარკი გაშენდება

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მალე ცენტრალური პარკი გაშენდება. საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, რომელიც კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა.

ამასთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა ბრიფინგი გამართეს.

ბრიფინგის შემდეგ თბილისის მერმა და საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელმა ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

Share