Home » მსოფლიო » ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ საფრანგეთში კანონი მზადდება
ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ საფრანგეთში კანონი მზადდება

ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ საფრანგეთში კანონი მზადდება

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთში მზადდება კანონი “ყალბი ახალი ამბების” წინააღმდეგ. კანონის შემუშავება, რომელიც ცალსახად არის გამიზნული რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ, 2018 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

მაკრონმა გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ გარკვეული ვებგვერდები პროპაგანდის გავრცელების მთავარ წყაროებს წარმოადგენენ, რომლებიც, თავის მხრივ, არიან მიბმულნი სოციალური მედიის მრავალ ანგარიშზე, რომელთა მეშვეობით ყალბი ინფორმაცია სწრაფად და მრავალ ენაზე ვრცელდება. მისი თქმით, პროპაგანდისტული ახალი ამბები უფრო ხშირად ერთისა და იმავე წყაროს მიერ ფინანსდება. საფრანგეთს სურს, რომ ონლაინ პლატფორმები გამჭირვალეობის ზომებს დაექვემდებარონ დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაციის მიღებითა და ფულის ლიმიტის დაწესებით, რომელიც მსგავსი შინაარსის ამბების დასაფინანსებლად შეიძლება გამოყენებულიყო.

ემანუელ მაკრონი არ არის ერთადერთი ევროპელი ლიდერი, რომელსაც სურს რეგულაციური ზომების მიღება ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ. 2017 წლის ოქტომბერს, ევროკავშირის 27 წევრმა-სახელმწიფომ – მხოლოდ ესპანეთის პრემიერ-მინისტრი არ ესწრებოდა სამიტს – ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც ციფრულ ეპოქაში [ევროპული] თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოებების ინტეგრაციის გაძლიერებისკენ მოუწოდებს. პოლიტიკოსები მთელი ევროპის მასშტაბით არიან მიმართულნი საერთო ინტერნეტ-პლატფორმების რეგულაციისკენ.

Share