Home » საზოგადოება » ქართველი სტუდენტების მიერ შექმნილი ბეჭედი “კნიკი” ამაზონის რჩეული გახდა
ქართველი სტუდენტების მიერ შექმნილი ბეჭედი "კნიკი" ამაზონის რჩეული გახდა

ქართველი სტუდენტების მიერ შექმნილი ბეჭედი “კნიკი” ამაზონის რჩეული გახდა

ქართველი სტუდენტების მიერ შექმნილი მრავალფუნქციური ბეჭედი “კნიკი” ამაზონის რჩეული გახდა, რაც პროდუქტის პოპულარობამ განაპირობა. “კნიკი”, რომელიც საქართველოს სტარტაპის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა და 100000 ლარით დაფინანსდა, 1 წლის წინ შეიქმნა.

ჭვიან ბეჭედთან შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის ელექტრონული ბარათის დაკავშრება, რის შედეგადაც მისი გამოყენება საშვის ფუქნციით შეიძლება. ამ დროისთვის ამაზონზე ჭკვიანი ბეჭედის 2 მოდელი იყიდება, თუმცა ქართულ სტარტაპს 200-ამდე დიზაინი აქვს შექმნილი.

“კნიკის” გაყიდვების 60% ამერიკაზე მოდის, დანარჩენი კი აზიის რეგიონულ ნაწილში.

“ამ პერიოდის განმავლობაშ გვქონდა ძალიან ბევრი სირთულე, თუმცა ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ შევძელით პროდუქტის განთავსება ამაზონზე.

ამ ეტაპზე მივაღწიეთ იმ შედეგს, რომ გავხვდით ამაზონის რჩეული, რაც ნიშნავს იმას, რომ პროდუქტი იყო ძალიან პოპულარული და ჰქონდა მოხმარების მაღლი რეიტინგი. გამომდინარე აქედან, ეს არის ის სარგებელი რაც მივიღეთ ჩვენ და ვთავაზობთ მომხმარებელს უკვე მომენტალურ მიწოდებას, როგორც კი განხორციელდება შეკვეთა”. – აცხადებს სტარტაპი “კნიკის” დანადამფუძნებელი კობა ცერცვაძე.

“ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ განვითრების დიდი პესპექტივა აქვს და სწორედ ეს იყოს მიზეზი, როდესაც “კნიკი” აირჩიეს სტარტაპ საქართველოს მაღალტექნოლოგიური კომპონენტის ნაწილში  ერთ-ერთ გამარჯვებულ სტარტაპად.

როგორც იცით ექსპერტები იყვნენ საერთაშრისო წარმომადგენლები “სილიკონ ველიდან” და სწორედ მათ შეაფასეს “კნიკის” პოტენციალი, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე რეგიონში და მსოფლიო ბაზარზე.

დღეს უკვე შედეგი გვაქვს, იგი ამაზონის რჩეული არის ამ თვის”.- აცხადებს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი მარიამ ლაშხი.

მოამზადა შოთა ხაფავამ

Share