Home » ახალი ამბები » ქართველ გულშემატკივარს ALL STAR-ის გამოკითხვაში მონაწილეობა 08:59 საათამდე შეეძლება
ქართველ გულშემატკივარს ALL STAR-ის გამოკითხვაში მონაწილეობა 08:59 საათამდე შეეძლება

ქართველ გულშემატკივარს ALL STAR-ის გამოკითხვაში მონაწილეობა 08:59 საათამდე შეეძლება

NBA-ს “ყველა ვარსკვლავის” გამოკითხვა დღეს სრულდება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი და „გოლდენ სტეიტის“ წევრი, ზაზა ფაჩულია, 823 376 ხმით მეორე ადგილს იკავებს.

ALL STAR-ში მოსახვედრად ორი მცველი და სამი ფორვარდი შეირჩევა, თუმცა, წინა წლებისგან განსხვავებით, წელს სისტემა შეიცვალა. ფანების ხმები მხოლოდ 50% ქულას აგროვებენ, დანარჩენი 50% კი ასოციაციის კალათბურთელებსა და ჟურნალისტებს ეკუთვნით (25%-25%). რაც შეეხება 7-7- სათადარიგოს, მათ უკვე მწვრთნელები დაასახელებენ.

„ყველა ვარსკვლავის“ სასტარტო ხუთეულები 19 იანვარს, TNT-ს ლაივშოუში გამოცხადდება.

გასულ წელს, ზაზა ფაჩულიას, NBA-ს ALL STAR-ის გამოკითხვაში, 14 227 ხმა დააკლდა და მეოთხე ადგილზე გავიდა.
ხმის მიცემა, აღმოსავლეთ ამერიკული დროით, 23:59 საათზე სრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ხმის მიცემა, ქართველ გულშემატკივარს, 17 იანვრის დილის 08:59 საათამდე შეეძლება.

წყარო: ipress.ge

Share