Home » ეკონომიკა » ქართულმა კომპანიებმა 2015 წელს 15 მლნ დოლარის საექსპორტო ხელშეკრულებები გააფორმეს
ქართულმა კომპანიებმა 2015 წელს 15 მლნ დოლარის საექსპორტო ხელშეკრულებები გააფორმეს

ქართულმა კომპანიებმა 2015 წელს 15 მლნ დოლარის საექსპორტო ხელშეკრულებები გააფორმეს

მეწარმეობის განვითარების სააგენტო 2015 წლის საექსპორტო აქტივობებს აჯამებს და აცხადებს, რომ 2015 წელი მეტად პროდუქტიული და წარმატებული აღმოჩნდა მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამით მოსარგებლე კომპანიებისათვის.

სააგენტოს ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან მოყოლებული სააგენტოს მხარდაჭერით 9 ქვეყანაში 7 საერთაშორისო გამოფენასა და 8 საერთაშორისო ფორუმსა თუ სავაჭრო მისიას 113 მონაწილე დაესწრო საქართველოს მხრიდან. გეოგრაფიული არეალი მოიცავდა შემდეგ ქვეყნებს: არაბთა გაერთიანებული ემირატები, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, სლოვაკეთი, აშშ, ლატვია, პოლონეთი, გერმანია და ესპანეთი.

შედეგად გაფორმებული კონტრაქტების ღირებულებამ 15 მილიონ დოლარს გადააჭარბა. სააგენტოს მთავარ მიზანს წარმოადგენდა კომპანიების ხელშეწყობა გრძელვადიანი ბიზნეს კონტაქტების დამყარების კუთხით და კონკრეტული შეკვეთების მიღება.

Share