Home » საზოგადოება » „ქართული ენის გამო კრიტიკა 2 თვის წინ დაიწყო, თუმცა პრობლემა არ არის, არსებობს ვაირა ვიკე-ფრეიბერგას მაგალითიც“
„ქართული ენის გამო კრიტიკა 2 თვის წინ დაიწყო, თუმცა პრობლემა არ არის, არსებობს ვაირა ვიკე-ფრეიბერგას მაგალითიც“

„ქართული ენის გამო კრიტიკა 2 თვის წინ დაიწყო, თუმცა პრობლემა არ არის, არსებობს ვაირა ვიკე-ფრეიბერგას მაგალითიც“

„დოიჩე ველეს“ რუსულენოვანი სამსახური საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატთან, სალომე ზურაბიშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს.

ქართული ენის ცოდნისა და ფრანგული აქცენტის გამო კრიტიკის შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში უკვე 16 წელია, ცხოვრობს, მის მიმართ ქართული ენის გამო კრიტიკა კი ორი თვის წინ დაიწყო. ზურაბიშვილმა აღნიშნულ თემაზე საუბრისას ლატვიის ყოფილი პრეზიდენტის, ვაირა ვიკე-ფრეიბერგას მაგალითი მოიყვანა.

„ჩემს შვილს ნაკლები აქცენტი აქვს, ვიდრე მე. საქართველოში პირველად 36 წლის ასაკში ჩამოვედი. ქართული ოჯახში ვისწავლე. მთელი ცხოვრების განმავლობაში პრაქტიკულად არ მქონდა კონტაქტი ქართველებთან, მათ გარდა, ვინც ემიგრაციაში ცხოვრობდა. არ იყო არც სოციალური ქსელები, არც ტელევიზია. მე ქვეყანაში 16 წელია ვცხოვრობ. ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრი, ამირჩიეს პარლამენტს წევრად. კრიტიკა კი ამ საკითხზე ორი თვის წინ დაიწყო. თუმცა, ეს პრობლემა არ არის, რადგან არსებობს ვაირა ვიკე-ფრეიბერგას მაგალითი. ის ასევე იყო ემიგრანტი, დაბრუნდა თავის ქვეყანაში და აირჩიეს პრეზიდენტად. მასაც აკრიტიკებდნენ, რომ მის სასაუბრო ენა საკმარისად კარგი არ იყო. სწორედ მან შეიყვანა ლატვია ევროკავშირსა და ნატო-ში. ამიტომ მე მზად ვარ კრიტიკისთვის, თუ ამავე შედეგების მიღწევას შევძლებთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Share