Home » ბიზნესი » ქართული ბანკების წმინდა მოგება 13.2%-ით გაიზარდა
ქართული ბანკების წმინდა მოგება შარშან 13.2%-ით გაიზარდა

ქართული ბანკების წმინდა მოგება 13.2%-ით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2015 წელს საქართველოს საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ 537.394 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2014 წელთან შედარებით 13.2%-ით მეტია. 2014 წელი საბანკო სექტორმა 474.808 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულა.

2015 წელს ბანკებმა 3.454 მლრდ ლარის შემოსავლები მიიღო, ხოლო 2014-ში – 2.686 მლრდ-ის. 2015 წლის ხარჯები კი 2.834 მლრდ ლარით განისაზაღვრა, 2014-ის – 2.125 მლრდ-ით.

2015 წლის ბოლოს საქართველოში 19 კომერციული ბანკი იყო.

[wpolling id=”11″ width=”” height=””]

Share