Home » ეკონომიკა » ქართული ავიაბაზრის ლიდერი Turkish Airlines-ია
ქართული ავიაბაზრის ლიდერი Turkish Airlines-ია

ქართული ავიაბაზრის ლიდერი Turkish Airlines-ია

ქვეყნის ავიაციის ლიდერი კომპანია თურქული ავიაგადამზიდავი Turkish Airlines-ია, რომელსაც 2016 წლის პირველი კვარტის მონაცემებით ბაზრის 21 %-ი უკავია.

სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, იანვარ-მარტის მონაცემებით, რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით Turkish Airlines-ი საქართველოში ნომერ პირველია. საქართველოს ავიაციის ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია ასევე უკრაინული ავიაგადამზიდავი FlyUIA, რომელიც გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით ბაზრის 13 %-ს ფლობს. მესამე პოზიციაზე ქართული კომპანია Georgian Airways-ია, რომლის ბაზრის წილიც 9 %-ს შეადგენს.

2016 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით, თურქული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის Pegasus Airlines-ის წილი 8%-ია. რუსული ავიაკომპანია S7-ის წილი, რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით 7%-ია. ბაზრის 6-6 %-იანი წილს მფლობელები არიან რუსული ავიაგიგანტი Aeroflot-ი და არაბული ავიაკომპანია Flydubai. ბაზრის 4 %-იანი წილის მფლობელია უნგრული, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი, რომელიც საქართველოში მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაფრინავს.

2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ბაზრის 3-3%-ის მფლობელები არიან: Lufthansa, Air Arabia, QatarAirways, Atlasglobal, Belavia, AZAL. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის ავიაბაზრის 11 %-ის მფლობელი ეროვნული ავიაგადამზიდავი, ხოლო 89 %-ს უცხოური ავიაკომპანიები აკონტროლებენ. რაც შეეხება თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, აქაც გადაყვანილი მგზავრების მიხედვით ლიდერი Turkish Airlines-ია, რომელსაც ბაზრის 20 %-ი უკავია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით ავიაკომპანიების „TOP-5“ ასეთია: 1. Turkish Airlines-ი – 20% , 2.FlyUIA- 11%, 3. Georgian Airways-ი – 10%, 4. S7- 8%, 5. Flydubai – 7%-ი.

წყარო: BPI

Share