Home » ბიზნესი » ქართულ ბაზარზე რძის მწარმოებელი კომპანია „ლაქტალის ჯგუფი” შემოვიდა
ქართულ ბაზარზე რძის მწარმოებელი კომპანია„ლაქტალის ჯგუფი" შემოვიდა

ქართულ ბაზარზე რძის მწარმოებელი კომპანია „ლაქტალის ჯგუფი” შემოვიდა

საქართველოში რძის პროდუქტებისა და ყველის უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია „ლაქტალის ჯგუფი“ შემოვიდა, რომელიც ქარული რძის პროდუქტების ლიდერი კომპანიის „სანტეს“ აქციონერი გახდა.

ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს – დიმიტრი ქუმსიშვილს, „ლაქტალის“ ვიცე-პრეზიდენტს – მიშელ ნალესა და „სანტეს“ ხელმძღვანელობას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე აღნიშნული ფაქტის დადებითი შედეგები განიხილეს.

საქართველოს ბაზარზე შემოსვლა კომპანიას საშუალებას მისცემს ქართული პროდუქტები მსოფლიო ბაზარზე წარმოაჩინოს და წვლილი შეიტანოს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. როგორც აღინიშნა, კომპანია „ლაქტალის“ თანამონაწილეობა ქართული რძის პროდუქტების წარმოებაში მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება საერთაშორისო ინვესტორებისათვის.

რძის პროდუქტების მწარმოებელი ფრანგული კომპანია „ლაქტალისი“, რომელიც არაერი საერთაშორისო ბრენდს ფლობს, ლიდერია მსოფლიოში. ამჟამად „ლაქტალისში“ დასაქმებულია 75,000 ადამიანი და მისი 200-ზე მეტი საწარმო მსოფლიოს 43 ქვეყანაშია განლაგებული. კომპანიის ბრუნვამ 2014 წელს 16.5 მილიარდი ევრო შეადგინა.

[wpolling id=”11″ width=”” height=””]

Share