Home » ბიზნესი » ქართულ ბაზარზე დიაბეტური პური გამოჩნდა
ქართულ ბაზარზე დიაბეტური პური გამოჩნდა

ქართულ ბაზარზე დიაბეტური პური გამოჩნდა

შპს „მხნეობა” დაახლოებით ერთ კვირაში პურს ახალი შეფუთვით გაყიდის. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი სიფრაშვილი აცხადებს, გაღვივებული ხორბლის პური არსებულისგან 100 გრამით უფრო მეტი, 420 გრამიანი იქნება და და ის ეგრეთ წოდებული „აგურის” ფორმა ექნება.

„ეს პური დიაბეტიანებისთვის უფრო მეტად სასარგებლო იქნება, რადგან მასში ხორბალი უფრო მეტი იქნება, ვიდრე ფქვილი. პურის ფორმა ამის საშუალებას იძლევა. ახლა 65 პროცენტია ხორბალი, ახალში კი 80 პროცენტი ხორბალი იქნება”-აცხადებს სიფრაშვილი.

მისი თქმით, სავარაუდოდ მისი გასაყიდი ფასი 1.20 ლარი იქნება.

სიფრაშვილი განმარტებასაც აკეთებს და აცხადებს,. რომ პურ „მხნეობას” 2006 წლამდე შპს „კოლხეთი 90″ აწარმოებდა, რომელიც ამ დროისთვის დახურულია. 2010 წლიდან კი „მხნეობის” მწარმოებელი შპს „მხნეობაა”. სიფრაშვილი განმარტავს,რომ მისმა კომპანიამ შპს „კოლხეთი 90-სგან” იჯარით აიღო როგორც სახელი, ისე ფართი და ქარხანა.

commersant.ge

Share