Home » საზოგადოება » “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე ერთხმად აირჩიეს

“ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე ერთხმად აირჩიეს

პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ყრილობამ, პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩია. ყრილობამ კობახიძის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირა.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 11 იანვარს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წავიდა.

ინფორმაციისთვის, ირაკლი კობახიძე “ქართული ოცნების” მეოთხე თავმჯდომარეა. 2012-2013 წლებში, შემდეგ კი 2018 წლიდან ამ დრომდე პარტიას ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა, 2013-2015 წლებში “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თანამდებობა ირაკლი ღარიბაშვილს, ხოლო 2015-2018 წლებში გიორგი კვირიკაშვილს ეკავა.

Share