Home » ეკონომიკა » “ქართული ოცნების“ დეპუტატი, ბეჟან წაქაძე მთავრობას: ეკონომიკის შეზღუდვაზე არც იფიქროთ

“ქართული ოცნების“ დეპუტატი, ბეჟან წაქაძე მთავრობას: ეკონომიკის შეზღუდვაზე არც იფიქროთ

“ალტერნატივა იმას, რომ არ უნდა გაჩერდეს ეკონომიკა, არ აქვს. ჩვენ არ უნდა შევზღუდოთ ეკონომიკა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბეჟან წაქაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მძიმე ეპიდემიურ ვითარებაში მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესის დაჩქარება და არა ეკონომიკის გაჩერება.

მისი თქმით, ქვეყანაში შეზღუდვების დაწესება გაცილებით მძიმე შედეგებს გამოიწვევს.

“ალტერნატივა იმას, რომ არ უნდა გაჩერდეს ეკონომიკა, არ აქვს. ჩვენ არ უნდა შევზღუდოთ ეკონომიკა.

ეკონომიკის გაჩერებით, ვერც იმას ვუშველით, რომ ადამიანები გადავარჩინოთ და კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაგვეღუპება. სწორად მიმაჩნია, ვაქცინაციის სწრაფი ტემპი.

ამასთან, თითოეული ადამიანის მოქალაქეობრივი ვალია, ვიაროთ პირბადით. არავითარ შემთხვევაში არ იფიქროთ შეზღუდვებზე. გარკვეული მიმართულებით შეიძლება, მაგრამ ძირითადი ეკონომიკის შეზღუდვებზე არ ვიფიქროთ”, – განაცხადა წაქაძემ კომიტეტის სხდომაზე.

 

Share