Home » ფინანსები » ქართული ბანკების რეიტინგი გამოქვეყნდა
ქართული ბანკების რეიტინგი გამოქვეყნდა

ქართული ბანკების რეიტინგი გამოქვეყნდა

ჟურნალმა Forbes Georgia-მ, Ernst&Young-თან თანამშრომლობით, საქართველოს საბანკო სექტორის მიმოხილვა და კომერციული ბანკების რეიტინგები წარადგინა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ჟურნალის ახალი ნომრის პრეზენტაციაზე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საბანკო სექტორის საქმიანობა შეაფასა:

“ეს წელი მნიშვნელოვანია საბანკო და მთლიანად საფინანსო სექტორისთვის – დატვირთული წარმატებებით, სიახლეებითა და ახალი პროექტებით. თუმცა ჩვენი სურვილია, რომ მაქსიმალურად დავუახლოვდეთ საერთაშორისო სტანდარტებს, გავზარდოთ გამჭვირვალობა. ამისათვის კი აუცილებელია გვქოდეს, ერთი მხრივ, ძლიერი, მომგებიანი, პროგრესული საფინანსო სისტემა, და მეორე მხრივ, გვყავდეს გარანტირებულად დაცული და ინფორმირებული მომხმარებელი. სწორედ ამ ამოცანების გადასაჭრელად, ეროვნულმა ბანკმა, მთავრობასთან და საბანკო სექტორთან ერთად, შეიმუშავა საკანონმდებლო პაკეტი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს და რომელთა პოზიტიური შედეგი უახლოეს მომავალში გახდება თვალსაჩინო”, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

პრეზენტაციაზე ჟურნალ Forbes Georgia-ს მთავარმა რედაქტორმა გიორგი ისაკაძემ საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების რეიტინგი წარადგინა, რომლის მიხედვით, “თიბისი ბანკი” ლიდერობს.

Forbes Banker-ი საბანკო სფეროში მიმდინარე მოვლენების გაშუქებასა და განვლილი წლის შედეგების შეჯამებას ეძღვნება. სპეცგამოცემაში წარმოდგენილნი არიან მოქმედი ბანკებისა და სხვა საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელები, რომლებიც მკითხველს 2016 წლის შედეგებსა და მათი დაქვემდებარებული ორგანიზაციების სამომავლო ხედვებს გააცნობენ.

Share