Home » ახალი ამბები » „ქართუ ჯგუფის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ელდარ გოგოლაძე გამოკითხვაზე დაიბარეს

„ქართუ ჯგუფის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ელდარ გოგოლაძე გამოკითხვაზე დაიბარეს

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში „ქართუ ჯგუფის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ელდარ გოგოლაძე გამოკითხვაზე დაიბარეს.

ელდარ გოგოლაძე 90-იან წლებში აშშ-ს ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლის ფრედი ვუდროფის მკვლელობის საქმეზეა დაბარებული. როგორც ის აცხადებს, აღნიშნული გამოკითხვის მიზანი მისი დისკრედიტაცია, დაშინებაა.

გოგოლაძის თქმითვე, ბიძინა ივანიშვილს მასზე კარგად საქართველოში არავინ იცნობს და იცის, რომ ეს მისი სტილია.

„ვიცოდი, რომ დამიძახებდნენ, გამოძიება დამთავრებულია, უზენაესმა სასამართლომ გაასამართლა დამნაშავე პირი, პარალელური გამოძიება ჩატარებული აქვს გამოძიების ფედერალურ ბიუროს, მთელი ექსპერტიზები ამერიკელების გაკეთებულია“, – აცხადებს „მთავარ არხთან“ გოგოლაძე.

Share