Home » საზოგადოება » ქარბოქს პლუსი – სასაჩუქრე ნაკრები ყველა ავტომფლობელისთვის

ქარბოქს პლუსი – სასაჩუქრე ნაკრები ყველა ავტომფლობელისთვის

სასაჩუქრე ნაკრები ქარბოქს პლუსი უკვე ყველა ავტომფლობელისთვის არის ხელმისაწვდომი! კომპანია გრინვეისა და სოკარის მიერ შექმნილი სასაჩუქრე ნაკრები მძღოლებისთვის სასურველ და აუცილებელ ვაუჩერებსა და ფასდაკლებებს შეიცავს.

ქარბოქს პლუსი გადაეცემათ ნებისმიერ ავტომობილის მფლობელებს, რომლებიც ტექდათვალიერებას გრინვეიში გაივლიან. ნაკრებში არსებული  საჩუქრების გამოყენება კი 2021 წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი.

სასაჩუქრე ყუთში მძღოლებს დახვდებათ ფასდაკლებები სოკარის საწვავსა და ბუნებრივ აირზე : ბენზინსა და დიზელზე ფასდაკლება 16 თეთრია, ხოლო ბუნებრივ აირზე – 10 თეთრი.

ქარბოქს პლუსში მძღოლები ასევე ნახავენ ამბოლის 20%-იანი ფასდაკლების ვაუჩერებს,  რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სამუხრუჭე ხუნდების, ან ნათურების შეძენისას. ასევე, ამბოლისგან ავტომფლობელები დასაჩუქრდებიან ზეთის შეძენის შემთხვევაშიც – 4 ლიტრი ზეთის შეძენისას 1 ლიტრს საჩუქრად მიიღებენ. ამასთან, ამბოლში ნებისმიერი პროდუქტის შეძენისას, შესაბამის სერვისს უფასოდ მიიღებენ.

გარდა ამისა, მძღოლებს ქარბოქს პლუსში დახვდებათ თანამედროვე თვითმომსახურების სამრეცხაოების ქსელის, გრინვოშის ვაუჩერები.

Share