Home » მსოფლიო » პუტინის წინააღმდეგ ბრალდებების შემდეგ, რუსეთმა ბელორუსიაში ატომური ბომბდამშენები გაგზავნა

პუტინის წინააღმდეგ ბრალდებების შემდეგ, რუსეთმა ბელორუსიაში ატომური ბომბდამშენები გაგზავნა

რუსეთმა სტრატეგიული ბომბდამშენები გაგზავნა ბელორუსიაში, სადაც მიგრაციული კრიზისი მიმდინარეობს პოლონეთის საზღვარზე და რომლის მოწყობაშიც ვარშავა კრემლს ადანაშაულებს.

როგორც გამოცემა “რია ნოვოსტი”წერს, რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების ორმა შორ მანძილზე ბომბდამშენმა Tu-22m3, ბირთვული იარაღის მატარებელმა, ოთხშაბათს „აწარმოა პატრულირება ბელორუსის რესპუბლიკის საჰაერო სივრცეში“ და შეიმუშავა „ურთიერთქმედება სახმელეთო კონტროლის პუნქტებთან“, იტყობინება. მიზანი მოკავშირე სახელმწიფოების ერთიანი რეგიონული საჰაერო თავდაცვის სისტემის მორიგე საბრძოლო ეკიპაჟების შემოწმება იყო.

შეგახსენებთ, წინა დღეს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ საზღვრებზე „ძალადობრივი თავდასხმის“ ნამდვილი ორგანიზატორი რუსეთის ხელმძღვანელობაა, რომელიც აკონტროლებს მარიონეტის ქმედებებს ბელორუსის მმართველის ალექსანდრე ლუკაშენკოს სახით.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშაკმა მომხდარს უწოდა ჰიბრიდული ომი, რომლის მიზანია ძირი გამოუთხაროს ხელისუფლების ძალაუფლებას და შემდეგ, ელიტის გამოყენებით, „შექმნას პანიკა და ქვეყანას წინააღმდეგობა გაუწიოს“.

პოლონეთმა, ლიტვამ და ლატვიამ ითხოვა განიხილონ ბელორუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღება და მოითხოვეს ევროკომისიის მხარდაჭერა, რომლიც “დაარტყამდა” იმ ავიაკომპანიების, რომლებსაც მიგრანტები მინსკში ჩაჰყავთ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის მარია ზახაროვას განცხადებით, დასავლეთი პასუხისმგებელია პოლონეთ-ბელორუსიის საზღვარზე მიგრაციული კრიზისის მოგვარებაზე, რადგან მათმა ქმედებებმა ახლო აღმოსავლეთში პროცესების პროვოცირება გამოიწვია.

„ერაყის სახელმწიფოებრიობის განადგურებამ, რაც მოხდა ამერიკის ადმინისტრაციისა და მასში შემავალი სახელმწიფოების ქმედებების გამო, გამოიწვია რეგიონში ტექტონიკური ძვრები.

დასავლელების მიერ დაფინანსებული “არაბული გაზაფხული”, ლიბიის წინააღმდეგ ნატოს კამპანია, კოლექტიური დასავლეთის ჩარევა სირიის საქმეებში და იქ საერთაშორისო ტერორიზმის მხარდაჭერა და რაც მთავარია – ISIS-ის გაჩენა. ერაყის სახელმწიფოს ნანგრევებზე – ამ ყველაფერმა გამოიწვია ლტოლვილებისა და მიგრანტების მასობრივი განსახლება მსოფლიოს ამ ნაწილიდან ევროპაში“, – თქვა ზახაროვამ.

ალექსანდრე პირველი

Share