Home » მსოფლიო » პუტინი: ვიმედოვნებ უკრაინა მიხეილ სააკაშვილის ნაბიჯებს არ გაჰყვება
პუტინი: ვიმედოვნებ უკრაინა მიხეილ სააკაშვილის ნაბიჯებს არ გაჰყვება

პუტინი: ვიმედოვნებ უკრაინა მიხეილ სააკაშვილის ნაბიჯებს არ გაჰყვება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ უკრაინის ხელისუფლება არ გაჰყვება საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ნაბიჯებს, რომელმაც, მისი თქმით, თავისი ტერიტორიები დაკარგა.

მისი თქმით, ანალოგიური ანტისახელმწიფოებრივი და ანტისახალხო პოლიტიკის გატარებას, თავის დროზე, ცდილობდა სააკაშვილი, რომელიც სამხრეთ ოსეთს თავს დაესხა. „საქართველომ ამ დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, დაკარგა მნიშვნელოვანი ტერიტორიები და ეს სწორედ სააკაშვილის ქმედებების შედეგია. ძალიან სამწუხარო იქნებოდა, თუკი უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება მისი ნაბიჯებით ივლიდა. ვიმედოვნებ, რომ ეს არ მოხდება“, – განაცხადა პუტინმა ვალდაის კლუბის პლენარულ სესიაზე გამოსვლისას.

Share