Home » ბიზნესი » PSP და MASTERCARD განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობას მომხმარებელი უკვე დღეიდან შეძლებს

PSP და MASTERCARD განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობას მომხმარებელი უკვე დღეიდან შეძლებს

დღეიდან, ყოველ ორშაბათს PSP -სა და MASTERCARD-ის ერთობლივი შეთავაზების ფარგლებში PSP-ს ყველა ფილიალში საქართველოს მასშტაბით მომხმარებელი განსაკუთრებული პირობით ისარგებლებს.

MASTERCARD-ის ბარათით გადახდისას ჯანმრთელობისა და სილამაზის ნებისმიერი პროდუქტის შეძენისას მომხმარებლები ისარგებლებენ ყველა მიმდინარე აქციითა და ფასდაკლებით სააფთიაქო პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე და დამატებით 10% ქეშბექს მიიღებენ.

„მომხმარებელზე ზრუნვა PSP-ს მთავარი პრიორიტეტია. კიდევ უფრო მარტივი და სარგებლიანი რომ გავხადოთ ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვა, მუდმივად განსაკუთრებულ სარგებელს ვთავაზობთ.

MASTERCARD-თან ერთობლივი პროექტის ფარგლებში ყოველ ორშაბათს, PSP-ს ნებისმიერ ფილიალში, MASTERCARD- ბარათით გადახდისას მომხმარებელი ქსელში არსებულ ყველა აქციით სარგებლობასთან ერთად დამატებით გადახდილი თანხის 10%-ს დაიბრუნებს უკან.

ეს პირობა მომხამრებელს საშუალებას აძლევს აღარ დაელოდოს ფასდაკლების დღეებს და ორშაბათსაც ისარგებლოს განსაკუთრებული შეთავაზების პირობით“- აცხადებენ PSP-ში.

#PSP #MASTERCARD

Share