Home » მსოფლიო » პროფესორი, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით მნიშვნელოვან კვლევებში მონაწილეობდა, მოკლული იპოვეს

პროფესორი, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით მნიშვნელოვან კვლევებში მონაწილეობდა, მოკლული იპოვეს

როგორც გამოცემა CNN-ი წერს, პიტსბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით მნიშვნელოვან კვლევებში მონაწილეობდა, მოკლული იპოვეს.

პროფესორი ბინგ ლიუ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით გარდაცვლილი მის კუთვნილ სახლში ნახეს.

პოლიციამ ასევე პროფესორის სახლთან მდგარ მანქანაში კიდევ ერთი ცხედარი აღმოაჩინა.

სამარდამცავები ვარაუდობენ, რომ რომ დაუდგენელმა პირმა მეცნიერი მოკლა, შემდეგ კი თავის მანქანაში დაბრუნდა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

როგორც გარდაცვლილი პროფესორის კოლეგები ამბობენ, ბინგ ლიუ „კოვიდ-19“-თან დაკავშირებულ კვლევებში მნიშვნელოვანი აღმოჩენების პირას იყო.

პოლიციელები ეჭვობენ, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი და პროფესორი ერთმანეთს იცნობდნენ.

Share