Home » ახალი ამბები » პროკრედიტ ჰოლდინგმა წარმატებით მოიპოვა ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე თავისი მთლიანი სააქციო კაპიტალის ვაჭრობის ნებართვა
პროკრედიტ ჰოლდინგმა წარმატებით მოიპოვა ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე თავისი მთლიანი სააქციო კაპიტალის ვაჭრობის ნებართვა

პროკრედიტ ჰოლდინგმა წარმატებით მოიპოვა ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე თავისი მთლიანი სააქციო კაპიტალის ვაჭრობის ნებართვა

პროკრედიტ ჰოლდინგმა წარმატებით მოიპოვა ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე თავისი მთლიანი სააქციო კაპიტალის ვაჭრობის ნებართვა და დღეის მდგომარეობით, შესულია ბირჟის პრაიმ ლისტინგში. ჯგუფისთვის ეს ნიშნავს განვითარების ახალ ეტაპს, შესაძლებლობას კიდევ უფრო გაამყაროს ბანკის რეპუტაცია ევროპის მსხვლ და გავლენიან ინვესტორთა წრეში. აღსანიშნავია, რომ პროკრედიტ ჯგუფი თავიდანვე პრემიუმ ლისტინგში მოხვდა, რაც გულისხმობს მის ფინანსურ თუ რეპუტაციულ სიძლიერეს საერთაშორისო დონეზე.

ასევე ფრანკფურტის საფონდო ბირჟის სიაში შეყვანით ბანკი ბაზარს უხსნის ახალ ინვესტორებს, რომლებსაც მიეცემათ საშუალება ჰქონდეთ წვდომა პროკრედიტ ჰოლდინგის  მიერ დანერგილ განსხვავებულ საბანკო მიდგომასთან.  ეს არის თანამედროვე, მაღალ დონეზე ინტეგრირებული საბანკო ჯგუფი, რომელიც წარმატებით დამკვიდრდა აღმოსავლეთ ევროპის საბანკო სექტორში, როგორც რეგიონის მცირე და საშუალო ბიზნესების პარტნიორი ბანკი. ფრანკფურტის საფონდო ბირჟის პრაიმ სტანდარტის ჩამონათვალში მოხვედრა პირდაპირ ნიშნავს, რომ  პროკრედიტ ჯგუფი პასუხობს გამჭვირვალობისა და კორპოპრაციული მართვის მკაცრ მოთხოვნას, რაც ისედაც ყოველთვის ახასიათებდა  კომპანიას მისი განვითარების გზაზე.

პროკრედიტ ჯგუფის სათაო ოფისი მდებარეობს ფრანკფურტში და ძირითადათ შედგება აღმოსავლეთ ევროპაში შექმნილი ბანკებისგან. ასევე წარმოდგენილია გერმანიასა და სამხრეთ ამერიკაში.1999 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართულ საბანკო სივრცეში.

Share