Home » ფინანსები » პროკრედიტ ბანკმა მწვანე ოფისების წარმატებული პრაქტიკის შესახებ საინფორმაციო ბროშურა გამოაქვეყნა

პროკრედიტ ბანკმა მწვანე ოფისების წარმატებული პრაქტიკის შესახებ საინფორმაციო ბროშურა გამოაქვეყნა

პროკრედიტ ბანკმა მწვანე ოფისების წარმატებული პრაქტიკის შესახებ საინფორმაციო ბროშურა გამოაქვეყნა. მწვანე მშენებლობის ხელშეწყობა 2021 წელს პროკრედიტ ბანკის მწვანე სტრატეგიის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.

ინიციატივა პირველ ეტაპზე ჯგუფის მასშტაბით განხორციელდა და დღეისათვის პროკრედიტ ბანკი საქართველოს, ბულგარეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის სათაო ოფისები მწვანე შენობის დამადასტურებელს საერთაშორისო EDGE სერტიფიკატს ფლობენ. ჯგუფის მასშტაბით EDGE სერტიფიცირების პროცესი გრძელდება უკრაინასა და სერბეთში მოქმედ ბანკებში, რაც რეკონსტრუქციის შემდეგ – ეკვადორსა და კოსოვოში მოქმედ ბანკებშიც დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ მწვანე სერტიფიკატის მოპოვების შემდეგ, პროკრედიტ ბანკ საქართველომ მწვანე მშენებლობის დაფინანასების სპეციალური პროგრამა დაიწყო sintali-SGS-თან ერთად, რაც კლიენტებსა და დეველოპერებს მდგრადი ენერგოეფექტური ნაგებობების აშენებასა და შეძენაში დამეხმარება.

გამოქვეყნებულ საინფორმაციო ბროშურაში მწვანე სათაო ოფისების მაგალითებს, რეკომენდაციებსა და ზოგად ტენდენციებს დეტალურად გაეცნობით.

 

ბროშურა შეგიძლიათ იხილოთ აქ. 

Share