Home » ახალი ამბები » პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა

პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა

პროკრედიტ ბანკი საქართველოს სათაო ოფისში (ალ. ყაზბეგის #21) ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ახალ, დამოუკიდებელ წევრებს  წარუდგენენ მედიას.

საბჭოს საქმიანობაში ნინო დადუნაშვილი და თეონა მაკალათია ჩაერთვნენ, რომლის შემადგენლობაში არიან: საბჭოს თავჯდომარე – მარსელ  ცაიტინგერი და წევრები – რაინერ პეტერ ოტენშტაინი, ჯან მარკო ფელიჩე და სანდრინე მასიანი. მნიშვნელოვანია, რომ ცვლილების შემდეგ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში ქალთა რაოდენობამ 50% შეადგინა.

საბანკო სექტორში მრავალწლიანი საქმიანობის განმავლობაში პროკრედიტ ჯგუფმა განვითარების სხვადასხვა ეტაპები გაიარა. პროკრედიტი ყველა ქვეყანაში ერთიანი პასუხისმგებლობით უდგება საბანკო საქმიანობას, რაც სოციალურ, ეთიკურ და გარემოსდაცვით სტანდარტებთან შესაბამისობას გულისხმობს.  იმედს გამოვთქვამთ , რომ სამეთვალყურეო საბჭოს ახალი, ქართველი წევრები მნიშვნელოვან კონტრიბუციას შეიტანენ ბანკის გრძელვადიან განვითარების გეგმებში“ – აღნიშნავს საბჭოს თავჯდომარე, მარსელ ცაიტინგერი.

პროკრედიტ ბანკი, საქართველო საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსა და გერმანიაში. ჯგუფის დამფუძნებელია პროკრედიტ ჰოლდინგი.

საერთაშორისო ჯგუფის წევრობა, პროკრედიტის მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ისარგებლონ საუკეთესო პირობებით ყველაზე მოთხოვნად საბანკო მომსახურებებზე.

მედიასთან საკონტაქტო პირი:

ანა იასეშვილი

+995 591 101 502

Share