Home » საზოგადოება » პროკრედიტ ბანკის ექსკლუზიური შეთავაზება ჰიუნდაის ელექტრომობილის შეძენის მსურველთათვის

პროკრედიტ ბანკის ექსკლუზიური შეთავაზება ჰიუნდაის ელექტრომობილის შეძენის მსურველთათვის

პროკრედიტ ბანკი მომხმარებლებს  ელექტრომობილი ჰიუნდაი კონას  შესაძენად ექსკლუზიურ შესაძლებლობას სთავაზობს.

ჰიუნდაის მიერ შეთავაზებული სპეციალური პირობების პარალელურად, რაც მოიცავს:

  • ფასდაკლება 10 000 ლარის ოდენობით
  • საჩუქრად 7კვტ დამტენ სადგური
  • 1 წლიანი უფასო დაზღვევა

პროკრედიტ ბანკი მომხმარებელს სპეციალური პირობებით დააფინანსებს:

  • EUR – ნომინალური 5%-დან; ეფექტური – 5.11%-დან
  • USD – ნომინალური 5.5%-დან; ეფექტური – 5.64%- დან
  • GEL – რეფინანსირებას +3%; ამ ეტაპზე ნომინალური 11%-დან, ეფექტური 11.56%-დან;

რაც ასევე მნიშვნელოვანია, აღნიშნული ელ.მობილის შესაძენად სესხი გამონაკლისის სახით 7 წლამდე გაიცემა.

წარმოდგენილი შეთავაზება  საწვავის ხარჯების შემცირებასთან ერთად, მიზნად ისახავს წაახალისოს მომხმარებლები, წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ავტომანქანები ჩაანაცვლონ ელექტრო სატრანსპორტო საშუალებებით, რაც გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირებას შეუწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ  ჰიუნდაის შემოთავაზებული ელ-მობილი ერთი სრული დამუხტვით თბილისიდან ბათუმში შეუფერხებლად  გადაადგილების  საშუალებას იძლევა.

პროკრედიტ ბანკს ეკო-მობილობის მიმართულებით  არა ერთი მნიშვნელოავნი პროექტი აქვს განხორციელბულ, მათ შორის ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც საკუთარ სატრანსპორტო საშუალებად მხოლოდ ჰიბრიდული და ელექტრო მანქანების მოიხმარს და ყოველწლიურად ზრდის ელექტრომობილების წილს მთლიან ავტოპარკში.

გარემოსადმი მეგობრული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებით, პროკრედიტ ბანკი ხელს უწყობს მწვანე მიმართულების პოპილარიზებას როგორც ბიზნესებში ასევე ფიზიკურ პირებში.

გაეცანით შეთავაზებას და დაგვიტოვეთ საკონტაქტო, დაფინანსების შესაძლებლობის გასავლელად.

Share