Home » საზოგადოება » პროკრედიტ ბანკი დღეს მწვანე მშენებლობის დაფინანსების სპეციალურ პროგრამას წარადგენს

პროკრედიტ ბანკი დღეს მწვანე მშენებლობის დაფინანსების სპეციალურ პროგრამას წარადგენს

დღეს, 17:00 საათზე ზუმის პლატფორმის საშუალებით პროკრედიტ ბანკი მწვანე მშენებლობის დაფინანსების სპეციალურ პროგრამას Sintali-SGS–ან ერთად წარადგენს.

აღნიშნული ინიციატივა ბანკმა EDGE სერტიფიკატის მოპოვების შემდეგ შეიმუშავა და მიზნად ისახავს ქვეყანაში ეკოლოგიურად სუფთა მშენებლობის ხელშეწყობას. დაფინანსების სპეციალური პროგრამა კლიენტებსა და დეველოპერებს მდგრადი ენერგოეფექტური ნაგებობების აშენებასა და შეძენაში დაეხმარება. აღსანიშნავია, რომ ბანკი ინიციატივის ფარგლებში მწვანე მშენებლობებს მიმზიდველი პირობებით დააფინანსებს (სტანდარტულს -0.5%). Sintali-SGS კი კომპანიებს EDGE სერტიფიკაციის პროცესის წარმატებით წარმართვაში დაეხმარება. პროკრედიტის მომხმარებლები ასევე ისარგებლებენ Sintali-SGS–ის სპეციალური ფასდაკლებებით EDGE სერტიფიცირებისთვის.

დღევანდელი ონლაინ ღონისძიების სპიკერები იქნებიან:

მიშელ ფარელი – უფროსი ოპერაციების ოფიცერი, IFC

ელენი პოლიქროდიანუ – კომერციული დირექტორი, Sintali-SGS

ქეთევან კეკელაშვილი – გარემოსდაცვითი მენეჯმენტის განყოფილების უფროსი, პროკრედიტ ბანკი საქართველო.

შეხვედრის ენა: ინგლისური, ამასთან შესაძლებელი იქნება სინქრონული ქართულენოვანი თარგმანის მოსმენაც.

ონლაინ ღონისძიებაზე რეგისტრაცია დღეს 17:00სთ-მდეა შესაძლებელი: დარეგისტრირდით ახლა

Share