Home » საზოგადოება » “პროექტის “აწარმოე საქართველოში” შედეგად 7 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა”
პროექტის "აწარმოე საქართველოში" შედეგად 7 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა"

“პროექტის “აწარმოე საქართველოში” შედეგად 7 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა”

ბიზნესის გვერდში დგომა და ხელშეწყობა ჩვენი სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის სწრაფ განვითარებას და რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, – ამის შესახებ აქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პროექტ „აწარმოე საქართველოში“ ახალი სტრუქტურის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, დღის წესრიგში დგას არსებული სახელმწიფო პროგრამების გაფართოება და მათი ეფექტიანობის კიდევ უფრო გაზრდა.

“აწარმოე საქართველოში“ მთლიანად არის ორიენტირებული სახელმწიფოს მხრიდან მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობაზე, სამეწარმეო საქმიანობაში მოსახლეობის ჩაბმაზე. დღეს ჩვენ უკვე შეგვიძლია ვილაპარაკოთ ამ პროგრამის წარმატებაზე და იმ შედეგებზე, რომლებიც პროგრამის ამუშავებამ მოიტანა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პროგრამის დაწყებიდან დღემდე, მხოლოდ ინდუსტრიული კომპონენტის ფარგლებში, დაფინანსდა 170-მდე პროექტი და მათი ჯამური ინვესტიცია 400 მილიონ ლარამდეა.

“მხოლოდ ამ ინვესტიციების საშუალებით ჩვენს ქვეყანაში 7 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდა. სოფლის მეურნეობის მიმართულებით ამ პროგრამის ფარგლებში 100 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. სასტუმრო ინდუსტრიის სფეროში დავაფინანსეთ 20-ზე მეტი პროექტი და ინვესტიციების ჯამური ოდენობა 34 მილიონ ლარს შეადგენს. კინოინდუსტრიის კომპონენტის ფარგლებში განხორციელდა 7 მილიონზე მეტი ლარის ინვესტიცია. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტი, რომლის ფარგლებშიც გადამზადებულია 9000-მდე ბენეფიციარი, თანადაფინანსება მიიღო 5000-მდე ბენეფიციარმა და შეიქმნა 5 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი. ეს არის მნიშვნელოვანი შედეგები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ პროგრამამ ახალი სიცოცხლე შეიტანა ეკონომიკაში. ჩვენ გადავდგით თანამიმდევრული, სწორად გათვლილი ნაბიჯები არა მარტო მეწარმეობის განვითარებისთვის, არამედ იმისათვისაც, რომ მაქსიმალურად წავახალისოთ სამეწარმეო სულისკვეთება ქვეყანაში. მაგრამ რასაკვირველია, ეს არ არის საკმარისი. ეკონომიკაში მუდმივად ჩნდება ახალი გამოწვევები და საჭიროებები”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, პროგრამაში შემავალი ყველა კომპონენტი გარდაიქმნება ერთ სტრუქტურად – სახელწოდებით „აწარმოე საქართველოში“. “მას ექნება ერთიანი ფრონტოფისი, ანუ მოსმახურების ოფისი, რაც გაუადვილებს ბიზნესმენებსა და დამწყებ მეწარმეებს ბიზნესაქმიანობას და სახელმწიფოსთან ურთიერთობას”, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა. 

[wpolling id=”14″ width=”” height=””]

Share