Home » მსოფლიო » „პრეზიდენტობის პერიოდში Facebook უნდა ამეკრძალა, მაგრამ ცუკერბერგი სულ მირეკავდა, თეთრ სახლში მოდიოდა და მეუბნებოდა, თუ როგორი დიადი ვიყავი“

„პრეზიდენტობის პერიოდში Facebook უნდა ამეკრძალა, მაგრამ ცუკერბერგი სულ მირეკავდა, თეთრ სახლში მოდიოდა და მეუბნებოდა, თუ როგორი დიადი ვიყავი“

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მსოფლიოს ქვეყნებს Twitter-ისა და Facebook-ის აკრძალვისკენ მოუწოდებს.

„ვულოცავ ნიგერიას, რომელმაც Twitter-ი აკრძალა, რადგან მათ ნიგერიის პრეზიდენტი დაბლოკეს. უფრო მეტმა ქვეყანამ უნდა აკრძალოს Twitter-ი და Facebook-ი, რადგან ისინი თავისუფალ სიტყვას არ უშვებენ.

ამასობაში, კონკურენტები გამოჩნდებიან და თავის ადგილს დაიმკვიდრებენ. როგორ უნდა გვიკარნახონ, თუ რა არის სიკეთე და ბოროტება, როდესაც თავად არიან ბოროტება?

ალბათ, ეს პრეზიდენტობის პერიოდში უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ცუკერბერგი სულ მირეკავდა, თეთრ სახლში მოდიოდა და მეუბნებოდა, თუ როგორი დიადი ვიყავი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

4 ივნისს კომპანია Facebook-ის ადმინისტრაციამ დონალდ ტრამპის Facebook-ისა და Instagram-ის ანგარიშების განუსაზღვრელი ვადით დაბლოკვის გადაწყვეტილება შეცვალა.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ რიგი პირობების შესრულების შემთხვევაში, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი Facebook-ისა და Instagram-ის ანგარიშების გამოყენებას 2023 წელს შეძლებს.

Facebook-ის ადმინისტრაციამ დონალდ ტრამპის ანგარიში ვაშინგტონში 6 იანვარს განვითარებული მოვლენების შემდეგ განუსაზღვრელი ვადით დაბლოკა.

Share