Home » საზოგადოება » პრევენცია აუცილებელია დაავადებებისგან თავის დასაცავად
პრევენცია აუცილებელია დაავადებებისგან თავის დასაცავად
კლინიკა „კურაციოს“ პირადი ექიმი, ვლადიმერ ფანცხავა

პრევენცია აუცილებელია დაავადებებისგან თავის დასაცავად

პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმამ, რომლის მოსამზადებელი სამუშაოებიც უკვე მიმდინარეობს, პრევენციული მედიცინის განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი. პრევენციული მედიცინა მსოფლიოში აღიარებული და მიღებული მიმართულებაა, რომელიც დაავადებათა ადრეულ სტადიაზე აღმოჩენაზეა ორიენტირებული, რაც, უმეტეს შემთხვევაში, მათ სრულ განკურნებას და ხარჯების შემცირებას უზრუნველყოფს.

დაგეგმილ რეფორმას კლინიკა „კურაციოს“ პირადი ექიმი ვლადიმერ ფანცხავა გამოეხმაურა:

„პრევენცია მედიცინაში ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელია მისი გატარება, რათა დავიცვათ პაციენტები დაავადების გართულებული ფორმებისგან და ხშირ შემთხვევაში, თავად დაავადებებისგანაც.

ტექნიკურ და ფინანსურ პრობლემებს რაც შეეხება, კერძო კლინიკებში დასაქმებულ მედიკოსებს ეს ნაკლებად გვაწუხებს, რადგან, ეს საკითხები ასე თუ ისე, მოგვარებულია. ჩვენთან ჩაწერის სისტემაც მოქმედებს და ეს აიოლებს მუშაობას. თუმცა პრობლემები არის, განსაკუთრებით კი პოლიკლინიკებში, ასევე რეგიონებში და მათი აღმოფხვრა სასურველი და აუცილებელია. იმედი ამქვს დაგეგმილი რეფორმა გაითვალისწინებს სახელმწიფო სექტოში დასაქმებული ოჯახის და სოფლის ექიმების შრომის ანაზღაურების საკითხს, ასევე სერვისების გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას და რა თქმა უნდა, პირველადი რგოლის მედიკოსების კვალიფიკაციის ამაღლებას“

– განაცხადა ვლადიმერ ფანცხავამ.

აღსანიშნავია, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმა საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამების პარალელურად განხორციელდება. რეფორმაზე ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსი“ მუშაობს.

Share