Home » საზოგადოება » პრემიერს თუ დავუჯერებთ სოციალური ფონის შერბილება შეუძლიათ – მაშინ რატომ არ აკეთებენ ამას?! – პაატა ბაირახტარი

პრემიერს თუ დავუჯერებთ სოციალური ფონის შერბილება შეუძლიათ – მაშინ რატომ არ აკეთებენ ამას?! – პაატა ბაირახტარი

““ე.ი. პრემიერ მინისტრმა დღეს ძალიან საინტერესო რამ თქვა. ევროკავშირისგან 75 მლნ სესხს აღარ ავიღებთ, ვინაიდან ამის საჭიროება აღარაა, ეკონომიკის გაჯანსაღებით ბიუჯეტში მილიარდი ლარის მობილიზებას ვახდენთო”,  – ამის შესახებ ეკონომისტი, გადაცემა “საქმეს” წამყვანი, პაატა ბაირახტარი სოციალურ ქსელში წერს.

ბანკები და ფინანსები ბაირახტარის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ე.ი. პრემიერ მინისტრმა დღეს ძალიან საინტერესო რამ თქვა. ევროკავშირისგან 75 მლნ სესხს აღარ ავიღებთ, ვინაიდან ამის საჭიროება აღარაა, ეკონომიკის გაჯანსაღებით ბიუჯეტში მილიარდი ლარის მობილიზებას ვახდენთო. ❗❗💵💵

​ერთი წამით დავუშვათ, რომ მართლაც ასეა. თუ ბიუჯეტის ასეთ კორექტირებას ვახდენთ და თანაც მილიარდი ლარის დამატებითი რესურსის მობილიზება შეგვიძლია, მაშინ რატომ არ ვიყენებთ ამ რესურსს სოციალური ფონის შერბილებისათვის ?​

​მაგალითად ნავთობპროდუქტებზე აქციზის განაკვეთი, რომ გავანახევროთ (დავაბრუნოთ 2017 წლის ნიშნულზე) ჩვენ გვჭირდება სულ რაღაც 500 მლნ ლარის რესურსი. ანუ იმის ნახევარი, რის მობილიზებასაც ბიუჯეტი ეკონომიკის “გაჯანსაღებით” ახდენს, როგორც ეს პრემიერმა გვამცნო.

ეს კი მნიშვნელოვანი შვება იქნებოდა, ჩვენი მოსახლეობისთვის თუ გავითვალისწინებთ, რომ ინფლაცია ორნიშნაა, ასევე თუ გავითვალისწინებთ, იმასაც რომ ამ ინფლაციაში ლომის წილი საწვავის ნაწილს უჭირავს, რომელიც თავის მხრივ ისტორიულად მაღალ ნიშნულზეა გაჩერებული, ეს ნაბიჯი ამოსუნთქვის საშუალება იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის.

ანუ მარტივად, რომ ვთქვათ პრემიერს თუ დაუჯერებთ ბიუჯეტს გააჩნია იმის რესურსი, რომ ერთი ხელის მოსმით ქვეყანაში ინფლაცია დაასტაბილუროს და სოციალური ფონი მნიშვნელოვნად შეამსუბუქოს.

პ.ს. თუ ასეა მაშინ რატომ არ ვაკეთებთ ამას?! თუ არ იცით აგერ გეუბნებით, როგორც უნდა მოიქცეთ.

Share