Home » ბიზნესი » პრემიერი: KTW ჯგუფს ჩამოერთვა მიწა და ₾1.8 მლნ-ით დაჯარიმდა

პრემიერი: KTW ჯგუფს ჩამოერთვა მიწა და ₾1.8 მლნ-ით დაჯარიმდა

ანა წითლიძის კითქვას კონტრაქტის შესრულებასთან დაკავშირებით, პრემიერ მინისტრი პასუხობს, რომ KTW ჯგუფს ჩამოერთვა მიწა და და დაჯარიმდა 1.8 მლნ ლარით.

“ამ ეტაპზე სახელმწიფოსა და KTW-ს შორის მიმდინარეობს დავა დამატებითი ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.”–აღნიშნავს, ღარიბაშვილი.

შეგახსენებთ, “კახური ტრადიციული მეღვინეობა“ ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთი-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში. კომპანია 2001 წელს დაფუძნდა, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით.

KTW ჯგუფი ღვინის ექსპორტს მსოფლიოს 20–ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს. კომპანიას ვენახები ამჟამად ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 1020 ჰექტარზე აქვს. წლის ბოლომდე კი დაგეგმილია ფართობის 1700 ჰექტრამდე გაზრდა. KTW ჯგუფი გარდა ღვინის წარმოებისა, წარმოდგენილია დეველოპმენტის ბაზარზე.

Share