Home » ეკონომიკა » პრემიერი: “გაზპრომთან” მოლაპარაკებების საკითხი იმაზე ზემოთ აწიეს, ვიდრე უნდა ყოფილიყო”
პრემიერი: "გაზპრომთან" მოლაპარაკებების საკითხი იმაზე ზემოთ აწიეს, ვიდრე უნდა ყოფილიყო"

პრემიერი: “გაზპრომთან” მოლაპარაკებების საკითხი იმაზე ზემოთ აწიეს, ვიდრე უნდა ყოფილიყო”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ “გაზპრომთან” მოლაპარაკებების საკითხი იმაზე ზემოთ იქნა აწეული, ვიდრე უნდა ყოფილიყო. როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს დავოსში განუცხადა, ეს არის წმინდა ტექნიკური ხასიათის მოლაპარაკებები და არავითარი პოლიტიკური დატვირთვა არ გააჩნია.

“რაც შეეხება თვითონ გაზის მოწოდების საკითხს, უამრავი სპეკულაცია მოვისმინე, უამრავი ბრალდება მოვისმინე კონკრეტულად კახი კალაძის და მთავრობის მისამართით. მინდა ვთქვა, რომ ჩვენი მთავრობა არის მოწოდებული, რათა მაქსიმალურად დაიცვას ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ნამდვილად, იმაზე ზევით იქნა აწეული ეს საკითხი ვიდრე უნდა ყოფილიყო. ეს არის წმინდა ტექნიკური ხასიათის მოლაპარაკებები და არავითარი პოლიტიკური დატვირთვა ამას ნამდვილად არ გააჩნია. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არის სუფთა წყლის პოლიტიკური სპეკულაციები, რასაც მე ვისმენ ამდენი დღის განმავლობაში”,

– აღნიშნა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ეს მოლაპარაკებები საგანგებო საკითხი არ არის და შესაბამისად უშიშროების საბჭოს განსახილველი არ არის.

“მე არ მგონია, რომ უშიშროების საბჭოზე უნდა განვიხილოთ ინფრასტრუქტურის ტექნიკური საკითხები. უშიშროების საბჭო არის სპეციალური ინსტიტუტი, სადაც გაცილებით უფრო მაღალი დონის საგანგებო საკითხები იხილება და ვერაფერს საგანგებოს ამაში ნამდვილად ვერ ვხედავ”,

– განახცადა კვირიკაშვილმა.

Share