Home » მსოფლიო » პრაღაში Beer Bike-ები აიკრძალა

პრაღაში Beer Bike-ები აიკრძალა

პრაღაში, პედლებით აღჭურვილი მისაბმელიანი ტრანსპორტი, რომლის მაგიდის გარშემო სხდებიან ადამიანები და ლუდსა და სხვა სასმელებს მიირთმევენ, აიკრძალა.

უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ (SAC) არ დააკმაყოფილა ველოსიპედის ოპერატორების საკასაციო საჩივარი და პრაღის მუნიციპალური სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

როგორც გამოცემა praguemorning-ი აღნიშნავს, ამ სერვისის მქონე ობიექტები უკვე დიდი ხანია აღიზიანებთ პრაღის მაცხოვრებლები, რომლებიც აპელირებენ, რომ ისინი ბლოკავენ გზებს, ველოსიპედის ბილიკებს და ახალისებენ მთვრალ და ხმაურიან ტურისტებს.

”ლუდის ველოსიპედები დამამცირებელია ქალაქისთვის და განსაკუთრებით მათთვის, ვინც აქ ცხოვრობს. ყველა ბიზნესი საჯარო სივრცეში უნდა მუშაობდეს მკაფიოდ განსაზღვრულ პირობებში და ადგილობრივი და ქალაქის რაიონების თანხმობით.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა უნდა გავაკეთოთ: ადგილობრივთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის ბრძოლა. პრაღა უნდა იყოს პრაღელთა სახლი და არა ალკოტურისტების, ”- განაცხადა პრაღის მერის მოადგილე ადამ შინჰერმა.

სანდრო პირველი

Share