Home » ახალი ამბები » პოზნერის საქართველოში ჩამოსვლაზე ინფორმაცია მისი მასპინძლების წრიდან მქონდა – ხოშტარია

პოზნერის საქართველოში ჩამოსვლაზე ინფორმაცია მისი მასპინძლების წრიდან მქონდა – ხოშტარია

მოძრაობა “დროას” დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ “ქართული ოცნების” თავმდჯომარეს, ირაკლი კობახიძეს უპასუხა.

მისი თქმით, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია მისი მასპინძლების წრიდნა ჰქონდა.

“კობახიძეზე ბევრი დროის დახარჯვას არ ვაპირებ, აქ მთავარია სახლმწიფო როგორ იქცევა მთლიანად და ამაზე ვისაუბროთ, მაგრამ ინფორმაცია მქონდა იმ ფართო წრიდან, რომელიც მასპინძლობდა, თუმცა ჩემი მიზანი არ ყოფილა კონკრეტულად ვინც მასპინძლობდა, იმ ქართველების გაშავება.

არც კი მითქვამს იმ ადამიანების დამუნათება. ეს არ არის ჩემი საქმე, მორალი ვუკითხო ვინმეს. მე მთავარი პრეტენზია მაქვს მთავრობასთან, რომელსაც ძალიან კონკრეტული არგუმენტებით მივმართე, რომ ამ კაცის შემოშვება იქნება პრობლემა და არ უნდა შემოუშვათ, ამის უფლება გაქვთ”, – ამბობს ხოშტარია “ფორმულას” ეთერში.

„სინამდვილეში გუშინ ვიხილეთ სამოქალაქო საზოგადოების სტატუსს ამოფარებული “ნაცმოძრაობის” აქტივისტების მიერ განხორციელებული მორიგი სპექტაკლი“

Share